x
image
ირინა მ.
მადაგასკარის ტყე, რომლის ხეების მწვერვალებიც სამართებელივით ბასრია
image


მილიონობით ქვის ხე იზრდება (თუ შეიძლება ასე ითქვას) მადაგასკარის ქვის ტყეში. ამ დიდი აფრიკული კუნძულის დასავლეთ სანაპირო ცნობილია თავისი ქვის "ნარგავებით". კლდე, ყველგან ტყეა, მაღალი და მიუდგომელი. აქ კი ქვის ვარჯები, თითქოს უჩინარმა მებაღემ, სწორ და თანაბარ რიგებად გააშენა და უჩინარი ხელითვე გაკრიჭა.

image

სინამდვილეში ეს ტყე სხვა არაფერია, თუ არა ამ ადგილებისთვის დამახასიათებელი კარსტული ლანდშაფტი, რომელზეც მილიონი წელი "შრომობდა" ბუნება, ასეთი სიურეალისტური პეიზაჟი რომ შეექმნა ქარების, ნალექების და დროის მეშვეობით.

ეს ქვის ტყე ცინჯი დე ბერამაჰის ნაკრძალშია. ნაკრძალი 1927 წელს დაარსდა ცხოველთა იშვიათი ჯიშებისა და ბუნების უნიკალური ლანდშაფტის დასაცავად. ცინჯი ადგილობრივი მალაგასის ენაზე ითარგმნება, როგორც "ადგილი, სადაც ფეხშიშველი სიარული არ შეიძლება", სხვა მონაცემებით-"ფეხის წვერებზე სიარული". ორივე თარგმანი პრინციპში სწორია, ვინაიდან ქვის ტყის ტერიტორიაზე პრაქტიკულად არ არის სწორი ზედაპირები და გადაადგილება მასზე პრობლემატურია.

ქვის ტყის ხეები 70 მეტრის სიმაღლისაა, მათი მწვერვალები კი სამართებელივით ბასრი, ამიტომ ტურისტებისთვის სპეციალური ბილიკებია მოწყობილი.

image

image


image

image

image

image

არიან გამბედავი დამთვალიერებლებიც, რომლებიც რისკავენ და კლდეების მახვილ მწვერვალებზე დაძვრებიან, ხანდახან ალპინისტურ აღჭურვილობასაც იყენებენ. ნაკრძალის ტერიტორია 667 მ2. შეადგენს. აქ ბინადრობენ დიდი რაოდენობით ლემურები და გარეული ფრინველები. განსაკუთრებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ ადგილი, პრაქტიკულად მიუდგომელი ადამიანისთვის, თავშესაფარი და საცხოვრებელი გახდა მრავალი სახეობის ცხოველისთვის, მათ შორის საოცარი თეთრი ლემურისთვის.

image

image

კლდეების ფონზე ეს ცხოველები როგორღაც არარეალურად გამოიყურებიან. ისინი ძალიან მოხერხებულად გადადგილდებიან, რასაც ვერ ვიტყვით მოგზაურებზე, რომლებიც მადაგასკარის ქვის ჯუნგლებში მოხვდნენ. მცენარეული საფარი ქვის ტყის ქვედა ნაწილში საკმაოდ მრავალფეროვანია, განსაკუთრებით გავრცელებულია მანგრის ხეები.

image

image

image





იხილეთ სხვა სტატიებიც:




ჩინეთის ზეციური კარიბჭე, სადაც მსოფლიოში ყველაზე შიშისმომგვრელი, მაღალი და გრძელი საბაგირო აგიყვანთ

image


იტალიის ალპებში, 3290 მეტრის სიმაღლეზე სახლი დაამონტაჟეს

image


შიმშილის ქვები, რომლებიც მისალოდნელი საფრთხის შესახებ გვამცნობს

image


მდიდარი პატარა სახელმწიფო, რომლის ყოველი მოქალაქე უცხოელ ინვესტორს წილში უზის

image


რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ?

image


ავსტრალიაში ზღვამ ნაპირზე სიურპრიზი გამორიყა

image


კოშკი, საიდანაც დაუვიწყარი ხედი იშლება, მაგრამ მის კიბეებზე ასვლას ბევრი ვერ ბედავს

image


ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ

image


საინტერესო ფაქტები და მოსაზრებები შავი ზღვის შესახებ

image








0
443
7-ს მოსწონს
ავტორი:ირინა მ.
ირინა მ.
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0