მართალია ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ჰოლივუდშიც არსებობენ ქალები, რომლებიც უპირატესობას ტრადიციებს ანიჭებენ. წარმოგიდგენთ 10 ცნობილ ქალბატონს, რომლებმაც გადაწყვიტეს ქალწულობა ქორწილამდე შეენახათ:
1. ჯესიკა სიმპსონი- მანამ სანამ მომღერალი ნიკ ლაშეზე დაქორწინდებოდა, აქტიურად საუბრობდა ინტერვიუებში თავისი გადაწყვეტილების შესახებ: “მე შევპირდი უფალს, მამას და მომავალ ქმარს, რომ ქორწილამდე ქალიშვილი დავრჩებოდი".
2. ადრიანა ლიმა- ერთ-ერთი ყველაზე სექსუალური მოდელი მორწმუნე კათოლიკეა, ამიტომაც თავს მომავალი მეუღლსთვის ინახავდა : “მამაკაცმა პატივი უნდა სცეს ჩემს არჩევანს, თუკი პატივისცემა არაა, იქ სიყვარულიც არ იქნება".
3. ლიზა კუდროუ- “მეგობრების" ვარსკვლავი 31 წლის ასაკში გამოეთხოვა ქალიშვილობას, როდესაც მაიკლ სტერნზე დაქორწინდა. მსახიობის თქმით, მას სურდა ღირსეული მამაკაცი ეპოვა, რომელიც მის გადაწყვეტილებას არ შეეწინააღმდეგებოდა.
4. ბიონსე- ცნობილი მომღერალი მომავალ მეუღლეს 21 წლის ასაკიდან ხვდებოდა, მას შემდეგ 7 წელი გაატარეს როგორც წყვილმა, შემდეგ კი დაქორწინდნენ. მომღერლის თქმით, თავს ისიც ქორწილამდე ინახავდა.
5. უიტნი ჰიუსტონი- უიტნი რელიგიურ ოჯახში იზრდებოდა ბებია მას ბავშვობიდანვე შთააგონებდა, რომ მისი პირველი მამაკაცი აუცილებლად მისი ქმარი უნდა ყოფილიყო. ასეც მოხდა, როდესაც 26 წლის უიტნიმ ბობი ბრაუნზე იქორწინა.
6. სელინ დიონი- მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, სელინ დიონის და მისი მენეჯერის, რენე ანჟელილის სიყვარულის ისტორია დღემდე ყველასთვის სამაგალითოდ ითვლება. სელინი რენეს მაშინ შეხვდა, როდესაც 12 წლის იყო. იმ დროს სიყვარულზე რა თქმა უნდა საუბარიც არ არსებობდა. შეხვედრა დაიწყეს, როდესაც სელინი 19 წლის იყო, ხოლო რენე 45 ის. 6 წლის შემდეგ კი იქორწინეს და 20 ბედნიერი წელიც გაატარეს ერთად, სანამ რენე არ დაიღუპა.
7. ჰილარი დაფი- ყოველგვარი შელამაზების გარეშე ნამდვილად “კარგი გოოგნა" იყო, როგორც თინეიჯერობის ასაკში მის იმიჯს შეეფერებოდა. ის 23 წლის ასაკში დაქორწინდა ჰოკეისტ მაიკლ კომრიზე.
8. მერაია ქერი- ცნობილი მომღერალი თავის ოცნების მამაკაცს ტომი მოტოლუს შეხვდა და 24 წლის ასაკში ცოლადაც გაჰყვა. სწორედ მაშინ გამოემშვიდობა ქალწულობასაც.
9. ბრუკ შილდსი- მსახიობი თინეიჯერობის ასაკიდანვე გახდა ცნობილი. მან 14 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ფილმში “ცისფერი ლაგუნა" სადაც საკმაოდ თამამი სცენები ჰქონდა. ამიტომაც გადაწყვიტა თავის ქალწულობა ქორწილამდე შეენახა და ასეც მოხდა, 22 წლის ასაკში დაქორწინდა ჩოგბურთელ ანდრე აგასიზე.