ცომეული კარტოფილის თხელი ბლინები მწვანილით - პირში დნება 2021, 2 მარტი, 17:22 4 ულუფა; 50 წუთი; საჭირო პროდუქტები: კარტოფილი - 400 გრამი; რძე - 300 მლ.; კვერცხი - 1-2 ცალი (რაოდენობა დამოკიდებულია ზომაზე); ნიორი - 1-2 კბილი; შაქარი - 1 ჩაის კოვზი; მარილი - 1 ჩაის კოვზი; მზესუმზირის ზეთი - 4 სუფრის კოვზი + ტაფაზე წასასმელად; ფქვილი - 150 გრამი (1 ჭიქა 250 მლ.); ქორფა მწვანილი (ოხრახუში, მწვანე ხახვი) - 0.5 შეკვრა; არაჟანი - გემოვნებით; მომზადება: კარტოფილი გაფცქვენით, დაჭერით თხელ ნაჭრებად და ჩაყარეთ ქვაბში მოსახარშად. ჩაასხით წყალი იმდენი, რომ კარტოფილი მხოლოდ ოდნავ დაფაროს. დადგით ძლიერ ცეცხლზე. ადუღების მერე ცეცხლი შეანელეთ, დაუმატეთ 0.5 ჩაის კოვზი მარილი და კარგად მოხარშეთ კარტოფილი, დაახლოებით 20 წუთის განმავლობაში. ამოიღეთ კარტოფილი წყლიდან და მოამზადეთ პიურე. პიურეს დაუმატეთ დანაყილი ნიორი, მოაყარეთ 0.5 ჩაის კოვზი მარილი და შაქარი. მოურიეთ. რძე გააცხელეთ. ცხელი რძე ჩაასხით პიურეში. კარგად მოურიეთ. დაამატეთ 1-2 კვერცხი. ისევ მოურიეთ. თუ მთლად ერთგვაროვან მასას ვერ მიიღებთ, არა უშავს. ჩაასხით პიურეში მზესუმზირის ზეთი და მოურიეთ. ჩაყარეთ გაცრილი ფქვილი. ისევ ათქვიფეთ კარტოფილის ცომი, რათა მიიღოთ ერთგვაროვანი მასა. მწვანილი გარეცხეთ და წვრილად დაჭერით (ოხრახუში და მწვანე ხახვი, ან რომელიმე სხვა მწვანილი. შეგიძლიათ, მის გარეშეც მოამზადოთ). ტაფას წაუსვით მზესუმზირის ზეთი და კარგად გააცხელეთ. დაასხით ტაფაზე თანაბარ ფენად ბლინის ცომი. საშუალოზე მაღალ ცეცხლზე გამოაცხვეთ ბლინები. სანამ ბლინის ზედაპირი ბოლმდე გამოცხვება, მოაყარეთ მწვანილი. არ გადააბრუნოთ ბლინი, სანამ ერთი მხარე არ შეყავისფერდება, შემდგომ გადააბრუნეთ და აცხვეთ მეორე მხარეც, სანამ ოქროსფერი არ გახდება. ყოველი ბლინის დადების წინ წაუსვით ტაფა. მიიღებთ სადღაც 13 ბლინს (დიამეტრით 17 სმ.). მიირთვით კარტოფილის ბლინები ცხლად, არაჟანთან ერთად!
292 შეფასება არ არის
|