ტენდენციები 2021 წლის ქუჩის სტილი: გაზაფხულის საუკეთესო ვარიანტები 2021, 1 მარტი, 9:43 ცდებით, თუ ფიქრობთ, რომ თანამედროვე დიზაინერები აქცენტს რთულად აღსაქმელ და სუპერკრეატიულ ნიმუშებზე აკეთებენ.
სინამდვილეში, 2021 წლის გაზაფხულის ტრენდი ყველაზე მარტივი ნივთებია, როგორიცაა ჯინსები, პერანგები და საშუალო სიგრძის კაბები.
იდეალური ქუჩის სტილის რამდენიმე იდეა
ჯინსი და პიჯაკი როგორ შევქმნათ საქმიანი ქალის სტილი? მარტივია, ამაში ცისფერი ჯინსი და ზეთისხილისფერი პიჯაკი დაგეხმარებათ. უფრო ელეგანტური სტილის შესაქმნელად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს უპირატესობა მიანიჭეთ. ასევე, ქამრით წელის გამოკვეთა არ დაგავიწყდეთ. მიდი ქვედაბოლო და თეთრი პერანგი მუხლს ოდნავ ქვემოთ ტყავის ქვედაბოლო და თეთრი პერანგი ძალიან ეფექტურად გამოიყურება. სტილი პერანგისფერი შარფით ან თავშალით დაასრულეთ. ფეხსაცმელებიდან აირჩიეთ ბალერინა ან დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი. მიდი კაბა რამდენიმე ნივთის ერთმანეთთან შეხამება რომ არ მოგიწიოთ, მხოლოდ ერთი კაბა აიღეთ. მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ელეგანტურ ლუქს შექმნით. ასეთი სტილი შეგიძლიათ ოფისშიც ჩაიცვათ და პაემანზეც წახვიდეთ. აქსესუარები არ დაგავიწყდეთ. მონოქრომული სტილი შეგიძლიათ სხვა ფერის ჩანთით ან აქსესუარებით გააზავოთ. სვიტერი და ქვედაბოლო გრილ ამინდში თბილი სვიტერი საშუალო სიგრძის ქვედაბოლოს შეუხამეთ. პასტელურ ფერებზე შეჩერდით. კარგი ვარიანტი – კრემისფერი ან ატმისფერი. ასეთი ფერები სტილს აახლებს, ელეგანტურ და მოდურ სტილს ქმნის. სწორედ ისაა, რაც სამსახურისთვის გვჭირდება. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამეთ. კომბინიზონი კიდევ ერთი კარგი მეთოდი, რომ ნივთების შეხამების პრობლემა თავიდან აიცილოთ – კომბინიზონი ჩაიცვით. მეგობრებთან სეირნობისას, ბუნებაში გასვლისას ჯინსის კომბინიზონი ჩაიცვით. უფრო საქმიანი ლუქისთვის ნაჭრის კომბინიზონი აირჩიეთ. კომბინიზონი კეტებს და ბოტასებს, ასევე მაღალქუსლიან ფეხსაცმელს შესანიშნავად უხდება. უკან 90-იანებში ვინ თქვა, რომ ჯინსის და მაისურის ერთად ჩაცმა არ შეიძლება ან რომ ასეთი ტანსაცმელი ოფისისთვის მიუღებელია? ჯინსის სამოსი ახლა ტრენდშია და თამამად შეგიძლიათ ჩაიცვათ. იისფერი კარდიგანი თუ ნეიტრალური ფერები არ მოგწონთ, უფრო კაშკაშა სტილი შექმენით. მაგალითად, იისფერი კარდიგანი მუქი ლურჯი ჯინსით და ქათქათა ტოპით. ასეთი ლუქი გამოგადგებათ კაფესა და რესტორანში, მეგობრებთან სეირნობისას ან რომანტიკული პაემნისთვის. თეთრი შარვალი და პიჯაკი თეთრი შარვალი ნებისმიერ სამოსს უხდება. თუ სამსახურში ან გასაუბრებაზე წასვლას აპირებთ, შეგიძლიათ ოვერსაიზ პიჯაკს შეუხამოთ. კაბა და მაღალი ჩექმა უნივერსალური სტილი, რომელიც ნებისმიერი შემთხვევისთვის გამოგადგებათ – კაბა და მაღალი ჩექმა ქუსლებზე. ლუქი ერთდროულად რომანტიკული და საქმიანი გახდება. ასევე დაგაინტერესებთ: „შანელის“ ჩანთების კოლექცია: მოდური კლასიკა 19 ჩაცმულობა პოდიუმიდან, რომლებიც ცნობილ სახეებზე ისე არ გამოიყურება, როგორც მოდელებზე დიზაინერების მოწოდებული 20 იდეალური ქვედაბოლო, რომელიც, სასურველია, ყველა ქალის გარდერობში იყოს მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ ქალის ასეთი ფეხსაცმელი ახლა საკმაოდ პოპულარულია, როგორ მოგწონთ? 123 2-ს მოსწონს |