კაბები 19 ჩაცმულობა პოდიუმიდან, რომლებიც ცნობილ სახეებზე ისე არ გამოიყურება, როგორც მოდელებზე 2020, 19 თებერვალი, 9:43 ვარსკვლავები ცნობილი მოდის სახლების ჩვენებებიდან ჩაცმულობას ხშირად იყენებენ. ზოგი პოდიუმიდან ნიმუშს პრაქტიკულად უცვლელად იმეორებს, მაგრამ თავისი სხეულის ფორმების და ინდივიდუალურობის მიხედვით განსხვავებულად გამოიყურება. ზოგჯერ დიზაინერები ჩაცმულობას სპეციალურად მათთვის ცვლიან.
ნახეთ, 19 ჩაცმულობა, რომელიც პოდიუმის ნიმუშების საფუძველზე არის შექმნილი.
19. Valentino-ს ჩვენება და ჯულიანა მური მსახიობი მაღალი მოდის ჩვენებიდან ყველაზე თამამი ჩაცმულობის ეფექტურად წარმოჩენას ყოველთვის ახერხებს.დიდებული მწვანე კაბა გამონაკლისს არ წარმოადგენს. ცისფერი საყურე მუქი ფუნჯებით სტილის საინტერესო აქცენტი გახდა. 18. Givenchy-ს ჩვენება და რუნი მარა რუნიმ სტილს თმის უჩვეულო ვარცხნილობა დაუმატა და ნახევრად გამჭვირვალე შავი მაქმანის კაბაში ფაიფურის სტატუეტს ჰგავდა.17. Dior-ს ჩვენება და შარლიზ ტერონი პოდიუმის ნიმუშისგან განსხვავებით მსახიობმა სანდალის ნაცვლად მაღალქუსლიანი ღია ფეხსაცმელი შეარჩია. ამან ოქროსფერ ჩაცმულობას კიდევ უფრო მეტი საზეიმო სტილი შემატა.16. Dior-ს ჩვენება და ნატალი პორტმანი დიორის კაბა შავი-ოქროსფერი ნაქარგებით პოდიუმის განსხვავებით მსახიობს მკვრივ შავ ბოდეზე ეცვა. მხრებზე მოხურულ კეიპზე იმ ქალი რეჟისორების სახელები იყო ამოქარგული, რომლებმაც ოსკარის ნომინაცია ვერ მიიღეს.15. Ralph & Russo-ს ჩვენება და პენელოპა კრუსი ასეთი მოდური კაბა, რომლის ბიუსჰალტერიც ნახევრად გამჭვირვალე ბადით და ფანტასტიკური ყვავილებით არის შესრულებული, ესპანელ მსახიობზე შთამბეჭდავად გამოიყურება და მის ქალურ ფორმებს ხაზს უსვამს.14. Prabal Gurung-ს ჩვენება და იმანი ამ „მოდურ ბრძოლაში“ 2 მოდელი სხვადასხვა თაობიდან მონაწილეობს. 70-80-იანი წლების პოდიუმის ვარსკვლავმა იმანმა კაბა ღია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით, საყურით და ყელსაბამით შეავსო.13. Ralph Lauren-ის ჩვენება და ოლივია უაილდი წითელი მბზინავი საღამოს კაბა იდეალურ სხეულის ფორმებს მოითხოვს. სწორედ ამიტომ, ის ერთნაირად კარგად ზის როგორც მოდელ ბელ ჰადიდზე, ასევე მსახიობ ოლივია უაილდზე.12. Versace-ს ჩვენება და როუზი ჰანტინგტონ უაიტლი ბრიტანელმა მსახიობა კაბა-კოსტიუმს იმავე ფერის შარვლით შეავსო, ასე კი დეკოლტეს ზონაზე აქცენტით ძალიან ლამაზი სტილი გამოუვიდა.11. Valentino-ს ჩვენება და მერილ სტრიპი მსახიობის სტილი პოდიუმის ჩვენებიდან განსხვავდება. მან მხარზე გადადებულ მიკროჩანთაზე უარი თქვა და შავი კლატჩი თეთრით ჩაანაცვლა.10. Marchesa-ს ჩვენება და ჰაიდი კლუმი ჰაეროვანი მრავალფენიანი კაბა პოდიუმზეც და წითელ ხალიჩაზეც ერთნაირად ლამაზად გამოიყურება. უნდა ვაღიაროთ, რომ ჰაიდი კლუმს ფერიას იმიჯი ძალიან უხდება.9. Chanel-ს ჩვენება და ბლეიკ ლაივლი კომბინიზონი მსახიობზე უფრო განსხვავებულად გამოიყურება, ვიდრე მოდელზე. უნდა ვაღიაროთ, რომ მას უფრო უხდება. ლაივლიმ აქცენტი დეკოლტეს ზონაზე გააკეთა, ხოლო წელს ჯაჭვით ხაზი გაუსვა.8. Gucci-ს ჩვენება და რიანა ჩაცმულობა მოდელზე და მომღერლაზე ერთნაირად ეპატაჟურად გამოიყურება. კარგია, რომ რიანამ ამ თავის აქსესუარის დახურება არ გადაწყვიტა.7. Ulyana Sergeenko-ს ჩვენება და ზოი სალდანა ეფექტური კაბა მსახიობმა ღია, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით შეავსო.6. Versace-ს ჩვენება და ლედი გაგა ლედი გაგამ თითქმის ერთი ერთში პოდიუმის სტილი გაიმეორა და მასზე ისევე ეფექტურად გამოიყურება, როგორც მოდელზე.5. Louis Vuitton-ს ჩვენება და მიშელ უილიამსი კაბა სპეციალურად მიშელ უილიამსისთვის შეიქმნა. მის მომზადებაზე 156 საათი დაიხარჯა. შთაგონების წყარო კი 2020 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია გახდა.4. Valentino-ს ჩვენება და კრისტენ უიგი სტილისტებმა მსახიობის კრისტენ უიგის სტილი 2020 წლის ოსკარზე ყველაზე საკამათოდ და ნაკლებად წარუმატებლად მიიჩნიეს. კარგია, რომ ისეთი საყურეები არ გაიკეთა, როგორც მოდელზე ჩვენების დროს.3. Armani-ს ჩვენება და ნაომი უოტსი ბზინვარე კაბა, რომელიც სხეულის ფორმებს ხაზს უსვამს - ეს ნამდვილი ჰოლივუდური კლასიკაა. უნდა ვაღიაროთ, რომ ნაომი ამ სტილში, რომელიც ოქროსფერი ხვეულებით და ალისფერი ტუჩებით შეუდარებლად გამოიყურება.2. Valentino-ს ჩვენება და ჯულიანა მური ვალენტინოს მდიდრული კაბა აქსესუარებს არ მოითხოვს და მსახიობზე შესანიშნავად გამოიყურება.1. Givenchy-ს ჩვენება და ანჯელინა ჯოლი ანჯელინამ გადაწყვიტა კისერზე აქცენტი ისე არ გაეკეთებინა, როგორც ეს პოდიუმზე იყო. დანარჩენი კი ერთი ერთში გაიმეორა. მსახიობს ასეთი ეფექტური ტოპი იისფერი შეფერილობით ძალიან უხდება.ბონუსი: მარგო რობი 2020 წლის „ოსკარის“ დაჯილდოებაზე Chanel-ის 1994 წლის კოლექციის ვინტაჟური კაბიდან. მსახიობმა და მისმა სტილისტმა გადაწყვიტა, რომ წითელ ხალიჩაზე მარგო რობი ვინტაჟური კაბით წარსდგებოდა. არჩევანი Chanel-ის 1994 წლის კოლექციაზე შეჩერდა. მარგო რობის კაბა ძალიან ჰგავს იმას, რაც პოდიუმზე კლაუდია შიფერმა წარმოაჩინა. თუმცა ეს სხვა ჩაცმულობაა, რომელიც სპეციალურად მისთვის შეიქმნა. ამასთან ძირითადი ელემენტი ნაცნობია: ბაფთის აქსესუარები ხელებზე, რომელიც თითქოსდა თავისთვის არსებობს, დიდი გულსაბნევი და ღრმა ლურჯი ფერი. ასევე დაგაინტერესებთ: 18 სასაცილო და თამამი ტრენდი 2000-იანებიდან, რომლებიც კვლავ აქტუალური გახდა დიზაინერების მოწოდებული 20 იდეალური ქვედაბოლო, რომელიც, სასურველია, ყველა ქალის გარდერობში იყოს მოდის ბლოგერი გერმანიიდან გიჩვენებთ, როგორ უნდა გამოიყურებოდეთ ქალურად 30 წლის შემდეგ 10 ვარსკვლავი, რომლებმაც კლასიკურ საქორწილო კაბაზე უარი თქვეს და არ წააგეს 10 თანამედროვე ტენდენცია, რომლებიც პოპულარული სინამდვილეში 100 წლის წინ იყო 20 დახვეწილი საქორწილო კაბა, რომლის გამოც გათხოვება ღირს 1291 2-ს მოსწონს |