ორსულობა და ბავშვი ბრიტანელმა ქალმა 22-ჯერ იმშობიარა 32 წელიწადში 2021, 27 თებერვალი, 20:25 ![]() ბრიტანელ სუ და ნოელ რედფორდს 1989 წლიდან მოყოლებული 11 ქალიშვილი და 11 ვაჟი ეყოლათ. Channel 5-ზე ახლახანს გამოვიდა ფილმი მრავალშვილიანი ოჯახის შესახებ. ![]() 22-ე შვილი, რომელსაც ჰეიდი დაარქვეს, სუმ გასული წლის აპრილში გააჩინა. ამჟამად ოჯახი ყოფილ მოხუცთა სახლში ცხოვრობს . სამი შვილი უკვე ზრდასრულია და შეუძლიათ დამოუკიდებლად იცხოვრონ, მიუხედავად ამისა სახლში მაინც არ არის საკმარისი ადგილი. ![]() ოჯახის უფროსს აქვს საკუთარი საკონდიტრო მაღაზია, რომელიც პანდემიის გამო დროებით დაიხურა და ახლა იძულებულია ონლიან იმუშაოს. სიუ უვლის სახლს, რაც არც ისე ადვილია. იგი დღეში რამდენჯერმე ალაგებს ბინას, სარეცხისთვის მან იყიდა სამრეწველო სარეცხი მანქანა, რომლის დატვირთვაც 18 კილოგრამი თეთრეულია. ![]() ![]() ![]() 130 5-ს მოსწონს
|