სხვა ტყუპმა ძმებმა ოცნება აისრულეს და ტყუპი დები გახდნენ 2021, 26 თებერვალი, 17:14
მაილა ფიბი დე რეზენდე და მისი და, სოფია ალბუკერკი, ბრაზილიიდან, ბიჭებად დაიბადნენ და მთელი ცხოვრება ისინი საკუთარ სხეულებს ვერ ეგუებოდნენ.
ორი წლის წინ ტყუპმა ძმებმა დაიწყეს ჰორმონოთერაპიის კურსები ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ და ცოტა ხნის წინ მათ რისკიანი ოპერაცია ჩაიტარეს - ბიჭებმა შეიცვალეს სქესი ერთდღიანი სხვაობით. "ჩვენ ყოველთვის ერთად ვაკეთებდით ყველაფერს და ახლახანს ჩვენი ოცნება რეალურად ავიხდინეთ: ჩავიტარეთ სქესის შეცვლის ოპერაცია და გავხდით პირველი ტრანს-ტყუპები მსოფლიოში, ვინც ეს გააკეთა." მაილა ფიბი დე რეზენდე ახლად გამომცხვარმა გოგონებმა თქვეს, რომ ისინი სიხარულისგან მეშვიდე ცაზე დაფრინავდნენ როდესაც მათი ახალი სხეულები იხილეს. მეილამ აღიარა, რომ მას არასოდეს მოსწონდა საკუთარი მამაკაცის სასქესო ორგანო, ტყუპებმა რეაბილიტაციაც გაიარეს და სოციალურ ქსელები ბიკინებში გადაღებული ფოტოების გაზიარებაც კი დაიწყეს. მაილა ფიბი დე რეზენდმა და სოფია ალბუკერკემ (პირველი ატარებს მამის გვარს, მეორე - პაპის) ოჯახისგან დიდ მხარდაჭერას იღებდნენ. სწორედ პაპამისმა გადაიხადა მათი ოპერაციებზე თანხა, რის გამოც სახლი გაყიდა. ახლა კი მაილას ორი ახალი ოცნება აქვს: დაამთავროს სამედიცინო უნივერსიტეტი და მოხუცს ახალი სახლი უყიდოს, რათა მადლობა გადაუხადოს კეთილი საქმისთვის. "მათ ყოველთვის იცოდნენ, რომ გოგოები ვიყავით. ჩემი ოჯახი არასოდეს უარგვყოფდა. მშობლებს იმის კი არ ეშინოდათ ვინ ვართ, არამედ იმის, რომ სხვები გვაყენებდნენ ტკივილს" მაილა ფიბი დე რეზენდე 543 5-ს მოსწონს
|