კულტურა 10 ძალიან ძვირადღირებული საკვები პროდუქტი იაპონიაში - ფასები ნამდვილად გაგაოგნებთ 2021, 26 თებერვალი, 11:30
იაპონური კომპანიის Nakazawa Foods– ის რძე მაღაზიებში იყიდება, ლიტრი სულ რაღაც 43 დოლარად - ფასი, რომელიც თითქმის ორჯერ აღემატება ჩვეულებრივი რძის ფასს. Nakazawa Foods– ისგან მიღებული რძე რეკომენდებულია მოზრდილებისთვის, რომლებიც ხშირად არიან სტრესულ სიტუაციებში, ის სასარგებლოა ადამიანის ნერვულ სისტემისთვის და ტვინის მუშაობისთვის. სტრესის საწინააღმდეგო რძეს ძროხებისგან კვირაში ერთხელ იღებენ, გამთენიისას, ამ დროს ცხოველებს აქვთ მაღალი დონის მელატონინი, ჰორმონი, რომელიც ითვლება, რომ ამცირებს სტრესისა და შფოთის დონეს და ამსუბუქებს დეპრესიის სიმპტომებს ადამიანებში. 66 დოლარიანი პიცის შიგთავსი შედგება კარტოფილისგან, ხახვისგან, სტეიკის საფირმო სოუსისგან და მაღალი ხარისხის მარმარილოსებური სტეიკისგან. ხორცი კი იაპონიის კუნძულის, ჰონსიუს ქალაქიდან, კობედან მიეწოდებათ რესტორნებს. არასწორად მომზადებული კერზი ამ თევზისგან სასიკვდილო იქნება ადამიანისთვის, შეიძლება ამიტომაცაა, რომ ფუგუ იაპონიასი ძალიან პოპულარულია, ერტი პორცია კი 100 დოლარი ღირს. კვადრატული საზამთრო გემრიელიცაა და პრაქტიკულიც, განსაკუთრებით იაპონელებისთვის, რომლებსაც ყველგან პატარა სივრცე აქვთ, თანამედროვე უზარმაზარ მაცივრებშიც კი. იმისათვის, რომ საზამთრომ მათთვის სასურველი ფორმა მიიღოს, მათ პლასტმასის ან მინისგან დამზადებულ კუბურ ჭურჭელში ათავსებენ. იაპონიაში ასეთი საზამთრო 200 დოლარი ღირს, აი საზღვარგარეთ კი ასეთს 800 დოლარად იყიდით. 1980-იან და 1990-იან წლებში მაცუტაკეს სოკო თითქმის ყველაზე პოპულარული საკვები იყო იაპონიაში. დღეს კი ისინი გარემოს დაბინძურების გამო მხოლოდ რამდენიმე ადგილას იზრდება და ძალიან ძვირიც ღირს. იაპონიაში ყოველწლიურად ათას ტონაზე ნაკლები მაცუტაკე იკრიფება. სოკოს ფასი დამოკიდებულია მათ ხარისხზე, არსებულ რაოდენობაზე და წარმოშობაზე. სეზონის დასაწყისში ამ სოკოს ღირებულებამ, მიწოდებასა და მოთხოვნიდან გამომდინარე, შეიძლება 2000 დოლარს მიაღწიოს 1 კილოგრამზე. ვაგიუ იაპონურად “იაპონურ ძროხას" ნიშნავს, ის მარმარილოსებური ხორცის სახეობაა. იაპონელები, ფერმების ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, იყენებენ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის კვებისა და მოშენების სხვადასხვა მეთოდებს, რომელთა შორის შეიძლება იყოს მასაჟი, ლუდის ან საკეს ან სხვა უჩვეულო საკვების ან სასმელის მიცემა პირუტყვისთვის. სამაგიეროდ ამის შედეგად ხორცს წარმოუდგენელი გემო აქვს. საუკეთესო მარმარილოსებურ ხორცს მხოლოდ იაპონიაში, კუნძულ ჰონსიუზე ამზადებენ. სასუალოდ კილოს ღირებულება 500 დოლარია, მაგრამ გარკვეულ პერიოდებში ის 2800 დოლარსაც აღწევს. Roman Ruby არის სუფრის ყურძნის ჯიში, რომელიც 2008 წელს შეიქმნა და მხოლოდ ისიკავას პრეფექტურაში იზრდება რომაული ლალის ყურძენი ყოველთვის მკაცრად იტესტება ხარისხზე. თითოეული მათგანი უნდა იყოს წითელი, მაგიდის ტენისის ბურთის ზომის, წონა მინიმუმ 20 გრამი და შაქრის შემცველობა 18-22%. ასევე არსებობს"პრემიუმ" რომაული ლალის ყურძენიც. ამ შემთხვევაში, ყურძნის წონა უნდა იყოს 30 გრამი, ხოლო მთელი მტევანი - მინიმუმ 700 გრამი. 2010 წელს, საერთო მოსავალიდან, პრემიუმ ყურძენად შეფასდა მხოლოდ ექვსი მტევანი, 2011 წელს - არცერთი. 2013 წლის ივლისში "პრემიუმ" რომაული ლალის ყურძნის ერთი მტვანი 4000 აშშ დოლარად გაიყიდა. იაპონიის კუნძულ ჰოკაიდოში მოყვანილი ეს იშვიათი შავი საზამთრო ცნობილია წვნიანი, ხავერდოვანი ხორცითა და წარმოუდგენლად ტკბილი გემოთი. ყოველწლიურად დაახოლებით 10 000 ცალს იღებენ მოსავლიდან. 2008 წელს აშშ-ში ეს საზამთრო 6800 დოლარად გაიყიდა. სამეფო ნესვი გამოირჩევა ძალიან გლუვი კანით და ფორთოხლისფერი ნაყოფით, რომელიც უზომოდ ტკბილია. ტორო არის ცისფერი თინუსის მუცელის ხორცი, რომელსაც ხშირად იყენებენ სუშის დასამზადებლად. ყველაზე ღირებული და მაღალი ხარისხის ტორო არის ოტორო. ტოროს ღირებულება მუდმივად იცვლება, იგი დამოკიდებულია საბაზრო ფასებზე, თუმცა ამისდა მიუხედავად ამ სიაში ყველაზე ძვირადღირებულია. 68 1-ს მოსწონს
|