სილიკონის და ბოტოქსის გარეშე: ბურლესკის დედოფლის, შერი ბრიტონის იდეალური სილამაზე
გასული საუკუნის დასაწყისში ამერიკული კულტურა სასცენო ჟანრმა, ბურლესკმა მოიცვა. ის იყო თავისებური მიქსი თეატრალური კომედიის და ეროტიული შოუსი. შერი ბრიტონი, რომელიც იდეალური პროპორციებით იყო დაჯილდოებული, უმალვე გახდა ამ ჟანრის დედოფალი და შეიძლება ითქვას, ერთ-ერთი დამაარსებელიც.
შერი ისეთ ოჯახში დაიბადა, სადაც მამას თავისუფლად შეეძლო ცოლზე და შვილზე ხელის აწევა. ადრეული ასაკიდან დაინტერესდა ცეკვებით და მსახიობობით, თუმცა იმის გამო, რომ საშუალება არ ჰქონდა თეატრალურ სკოლასი ევლო, კარიერა სხვადასხვა ბარებსა და კლუბებში დაიწყო ცეკვით.
ბედნიერი შემთხვევითობის წყალობით გოგონა ახალგაზრდა რეჟისორმა შეამჩნია და 16 წლის გოგონა ფაქტობრივად თავიდან დაიბადა. პუბლიკა აღფრთოვანებული იყო მისი სამსახიობო შესრულებით და სილამაზით.
1935 წელს, როდესაც ამერიკის მთავრობამ ოფიციალურად აკრძალა ბურლესკი, ბრიტონს “საუკეთესოთა შორის საუკეთესოს" სტატუსი უკვე ჰქონდა, ამიტომაც ადვილად იპოვა სამუშაო, მეორე მსოფლიო ომის დასაწყისამდე აქტიურად გამოდიოდა ბროდვეის თეატრებში, თამაშობდა მიუზიკლებში და ტელეპროექტებშიც გამოჩნდა.
ომის პერიოდში ქალი აქტიურად ონაწილეობდა სხვადასხვა ქველმოქმედებით აქციებში, რის გამოც პრეზიდენტ რუზველტისკან ოფიციალური მადლობაც მიიღო. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, 28 წლის ბრიტონმა ისევ აქტიურად განაგრძო კარიერა. განსაკუთრებული პოპულარობა კი დოკუმენტურმა ფილმმა The Best of Burlesque -მა მოუტანა 1981 წელს.
ულამაზესმა და უნიჭიერესმა შერიმ თითქმის 90 წლამდე იცოცხლა, ის 2008 წელს გარდაიცვალა, თუმცა მთელი ეს დრო სასცენო გამოსვლები არ შეუწყვეტია.