ნუდისტური პლიაჟები სხვადასხვა ქვეყანაში პოპულარობას ჯერ კიდევ არ კარგავს. აი ყველაზე ცნობილი ადგილები:
10. Wreck Beach- ვანკუვერი, კანადა- კანადა ცნობილია თავაზიანობით, ლამაზი ქალებითა და შესანიშნავი საკვებით. სწორედ იქ მდებარეობს ახალგაზრდების საყვარელი ნუდისტური პლიაჟიც. პლიაჟი დაახლოებით 8 კილომეტრი ფართობისაა და კანადის “შვიდ საოცრებაშიც" შედის.
9. Playa Las Suecas – კუნძული კონდადორა, პანამა- ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში პანამა ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ქვეყანა გახდა. მშვენიერი კულტურა მშვენიერ პეიზაჟებთან ერთად იზიდავს ხალხს მთელი მსოფლიოდან. გარდა ამისა, პანამაში არსებობს ერთადერთი ნუდისტური პლიაჟი Playa Las Suecas, რომელიც ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილად ითვლება პანამაში.
8. Bellevue- კოპენჰაგენი, დანია- პლიაჟი კოპენჰაგენის ცენტრიდან დაახლოებით ათი კილომეტრის დაშორებით მდებარეობს, სწორედ ადგილმდებარეობამ განსაზღვრა მისი პოპულარობაც. სეზონზე ის გადავსებულია ტურისტებით და ადგილობრივი მაცხოვრებლებით. უნდა ითქვას ისიც, რომ სიშიშვლე სავალდებულო არაა, რადგან საცურაო კოსტიუმები არავის აუკრძალავს.
7. პლიაჟი Haulover- მაიამი, ფლორიდა- ასეთი პლიაჟი აშშ-ში იშვიათია, ცნობილია თავისი სისუფთავითაც, სუფთა ქვიშა, ყოველთვის კარგი ამინდი და ატმოსფერო უამრავ ადამიანს იზიდავს.
6. Es Cavallet - იბიცა, ესპანეთი- ოფიციალური ნუდისტური პლიაჟია სან-ანტონიოდან 25 წუთის მანძილზე. პლიაჟის სტუმრები ძირითადად ახალგაზრდა, წვეულების მოყვარული ხალხია, რომლებსაც სიშიშვლის არ ერიდებათ.
5. ლოკრუმის კუნძული, დუბროვნიკი, ხორვატია- ისევე როგორც პანამა, ხორვატიაც თანდათან უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კუნძულამდე დუბროვნიკიდან “წყლის ტაქსებით" მიდიან 15 წუთში, პლიაჟზე კამერის შეტანა დაუშვებელია და სიშიშვლე სავალდებულოა.
4. Playa El Agua –კუნძული მარგარიტა, ვენესუელა- ყველაზე დიდი და ლამაზი პლიაჟია კუნძულ მარგარიტაზე. პალმებით დახუნძლული პლიაჟი ვენესუელას ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ადგილია. აქ შესაძლებელია ტანსაცმლის გარეშე სეირნობაც, რესტორანში შესვლაც ან სასტუმროს დაჯავშნაც.
3. Grand Saline – სენტ ბარტი- ეს ადგილი ცნობილების და მდიდრების საყვარელი პლიაჟია და პლანეტაზე ყველაზე ლამაზ ადგილადაც ითვლება. მართალია ხშირია ქარიც, მაგრამ დამსვენებლებს ეს ხელს არ უშლით საცურაო კოსტიუმების გარეშე რომ მიიღონ მზის აბაზანა.
2. პლიაჟი Plakias – კრეტა, საბერძნეთი-მდიდარი ისტორია, კულტურა, შეუდარებელი სამზარეულო, ყველაფერი ეს ტურისტების დიდ ნაკადს განსაზღვრავს. გარდა ამისა, საბერძნეთში ეს პლიაჟი ერთადერთია, სადაც საცურაო კოსტიუმის გარეშეა შესაძლებელი ყოფნა.
1. Le Centro Helio Marin –მონტალივიე, საფრანგეთი- გასაკვირი არცაა, რომ ყველაზე ცნობილი ნუდისტური პლიაჟი საფრანგეთში მდებარეობს. ის 1950 წელს შეიქმნა და ნუდისტური მიმართულების დამფუძნებელ ადგილად ითვლება.