საზოგადოება ქალები იაპონიაში - გენდერული როლები 2021, 21 თებერვალი, 19:55 იაპონიაში გენდერული როლები ფიზიკურ განსხვავებებზე მეტად, კულტურულად განისაზღვრება. ქალები-ბავშვების გამჩენები, რადგანაც კაცებს ფიზიკურად არ შეუძლიათ. ბავშვების აღზრდის როლები კი კულტურის ნაწილია.
მეორე მსოფლიო ომის დასრულებამდე, სანამ კონფუცის იდეოლოგია შემოვიდა, იაპონიას საკმაოდ მატრიარქალური საზოგადოება ჰყავდა. იდეოლოგიის შემოსვლის შემდეგ კი, პატრიარქალურ სისტემად შეიცვალა, სადაც დომინანტები მამაკაცები იყვნენ.
მამაკაცები უნდა ყოფილიყვნენ თავიანთი უფროსების მორჩილები, ქალები კი ოჯახის და ქმრების. საინტერესოა ის ფაქტი, რომ ქალებს ამ პერიოდში შეეძლოთ ოჯახისგან მემკვიდრეობის მიღება ან ქონების ფლობა. ოჯახის ბიუჯეტის კონტროლი და მართვა, სახლში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება, რათა მამაკაცებს ზედმეტი საფიქრალი არ ჰქონოდათ და მთლიანად ემსახურათ თავიანთი მმართველებისთვის.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიას მოუწია ხელახლა დაფიქრებულიყო გენდერულ როლებზე. რაკიღა ომის დროს ბევრი დაიღუპა, მოსახლეობის გაზრდის გამო, ქალებს ევალებოდათ ბევრი ბავშვის გაჩენა. ამისთვის სპეციალურ პროპაგანდას ეწეოდა მთავრობა, რათა მეტი წყვილი დაქორწინებულიყო. ჟურნალ-გაზეთებში ქალები წარმოდგენილნი იყვნენ, როგორც ქვეყნის კერის მმართველი, ასევე ბევრი ქალი მუშაობდა სხვადასხვა ქარხნებში.
ქალები, რომლებიც სახლში ელოდნენ ძმებს, ვაჟებს და ქმრებს, ისინი სპეციალურ კომფორტ თოჯინებს ატანდნენ მათ, რომლებიც მზადდებოდა ნაჭრისა და ღილებისგან, რათა ჯარისკაცებს სახლის შეგრძნება არ დაეკარგათ.ასევე ამბობენ, რომ ამ თოჯინებს დამცავი ფუნქციაც ჰქონდათ.
კაცებს უწევდათ ებრძოლათ სამურაების იდეოლოგიის ქვეშ, საიდანაც გაჩნდნენ კამიკაძეები, ანუ თვითმკვლელი ჯარისკაცები.
მეორე მსოფლიო ომმა გარკვეულწილად შეცვალა გენდერული როლები იაპონიაში. კონსტიტუციით აიკრძალა გენდერული დისკრიმინაცია. დიდი გავლენა იქონია ამერიკანიზაციამ. ამერიკულმა მოდამ და ღირებულებებმა, ბევრი რამ შეცვალა ქალისა და კაცის ტრადიციულ როლებში, მაგრამ ვფიქრობ ჯერ კიდევ ბევრია ძველი აზროვნებით გაზრდილ-აღზრდილი ქალი თუ კაცი.
ქალები დღესაც აკონტროლებენ ოჯახის ბიუჯეტს, რომელსაც ძირითადად კაცი გამოიმუშავებს, ასევე აკონტროლებენ სახლის ამბებს, რათა კაცებმა მთლიანად მიუძღვნან საკუთარი თავი სამუშაოს.
იაპონიაში რამდენიმე იდეაა დამკვიდრებული:
1. კაცმა უნდა იმუშაოს სახლს გარეთ.
2. სხვადასხვა სქესის ბავშვი სხვადასხვანაირად უნდა აღიზარდოს.
3. ქალები უფრო მეტად შეეფერებიან სახლის საქმეებს და ბავშვების მოვლას ვიდრე კაცები.
4. დიასახლისები საზოგადოებაში დაფასებულები არიან, ოჯახის მოვლის დამსახურებით. იაპონელი დედები/ქალები დილის 5 საათზე დგებიან ქმარს და შვილებს დილას საუზმე რომ დაახვედრონ და თავადაც მოწესრიგებულები დახვდნენ.
39 შეფასება არ არის
|