x
image
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
"ასე ჩაიშალა სასახლის კარის გადატრიალება"- ნახეთ, რა სკანდალურ ინფორმაციას ასაჯაროებს ელისო კილაძე

image


ჟურნალისტი ელისო კილაძე "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას დაჭერაში დაინტერესებულ მმართველი გუნდის წევრთა ვინაობას ასახელს, რომლებსაც კარგად დაგეგმილი და განხორციელებული მათივე გეგმის მიხედვით "ენმ" - ის ოფისის დარბევის მეორე დილით, სიტუაციის განმუხტვის მიზნით, შსს მინისტრი ვახტანგ გომელაური და პრემიერი გიორგი გახარია დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გადაეყენებინათ, ხოლო შსს მათ განკარგულებაში უნდა გადასულიყო, თუმცა კილაძის თქმით, ყველაფერი მათდა სამწუხაროდ, სულ სხვა სცენარით წარიმართა: "ვის ინტერესებში შედიოდა ნიკა მელიას დაჭერა და ენმ-ს ოფისის დარბევა? მდინარაძე-კობახიძის კლანის, მეორე დილით, სიტუაციის განსამუხტად გადააყენებდნენ შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს და პრემიერ გახარიას. აიხდენდნენ ოცნებას და დაითრევდნენ მვდ-ს. დაიჯერეს ბიჭებმა რომ ივანიშვილის მემკვიდრეები არიან. ასე ჩაიშალა სასახლის კარის გადატრიალება. საინტერესო სანახაობა გველის წინ. სხვა დეტალებზე ხვალ "ქრონიკა+"ში" - წერს ელისო კილაძე "ფეისბუქის" პირად გვერდზე. შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარია პრემიერმინისტრის თანამდებობიდან 18 თებერვალს, დილით, სპეცოპერაციის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე გადადგა, მიზეზად კი ის ფაქტი დაასახელა რომ ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით მან გუნდთნ შეთანხმებას ვერ მიაღწია. აწ უკვე ყოფილი პრემიერ - მინისტრის განცხადებით, მას"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის დაპატიმრება იმ პირობებში, როდესაც პოლიტიკური ესკალაციის საფრთხე არსებობდა სრულიად გაუმართლებლად მიაჩნდა.













0
401
შეფასება არ არის
ავტორი:მაკა ნიკვაშვილი
მაკა ნიკვაშვილი
Mediator image
401