ფოტოპროექტში ასახული ფოტოები მსოფლიოში სიკეთის და ადამიანობის რწმენას დაგიბრუნებთ. ბავშვები, რომლებმაც უმწეო ცხოველები გადაარჩინეს, თავიანთი ჯიბის ფული გაიღეს სხვა ბავშვებისთვის და სხვა ამდაგვარი საქციელები, რომლებიც თითქოს არაფერი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან ბევრს ნიშნავს.
8 წლის ნოა სპორტულ შეჯიბრებებში ყოველთვის თავის ინვალიდ ძმასთან ერთად იღებს მონაწილეობას.
პატარა ბანგლადეშელმა ბიჭმა შველი გადაარჩინა დახრჩობას
ბიჭუნა თავის ჯიბის ფულს თვეების განმავლობაში აგროვებდა და ბოლოს 120 დოლარი მთლიანად დაახარჯა უსახლკაროებისათვის საკვებს
9 წლის ბიჭუნამ თავისი სახლის ავტოფარეხში უსახლკარო ცხოველების თავშესაფარი მოაწყო
8 წლის ბიჭუნა თმას იმის გამო იზრდიდა და იტანდა თანატოლების დაცინვას, რომ ბოლოს სიმსივნით დაავადებული ბავშვების პარიკებისთვის გაეცა.
პატარას უნდა კურდღელს მიეხმაროს და თავის ოჯახთან დასვას.
პატარა იაპონელი გოგონა ცდილობს პოლიტიკოსს ცრემლები მოწმინდოს ტელევიზორიდან.
3 წლის გოგონამ დაინახა პატარა, რომელსაც ქიმიოთერაპიის გამო თმა აღარ ჰქონდა და თავისი თმა გაიღო მისთვის.
9 წლის ბიჭი გავიდა პროტესტით ბაპტისტური ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც ქადაგებდა, რომ ღმერთს გეები სძულს. ფურცელზე კი უწერია, რომ ღმერთს არავინ სძულს.
მუმბაიში გოგონა მაწანწალა ძაღლს თავის ქოლგას აფარებს
13 წლის ბიჭმა თავისი ბეისბოლის მწვრთნელი სიკვდილს გადაარჩინა პირველადი დახმარების გაწევით და სასწრაფოში დარეკვით
კანადელმა ბავშვებმა ქურთუკები შემოახვიეს ქუჩებში ბოძებს, რათა უსახლკაროებს ენახათ და ზამთარს თბილად შეხვედროდნენ.
ბალტიმორში პროტესტის დროს პატარა ბიჭუნა პოლიციელებს ზაფხულის ცხელ დღეში წყალს სთავაზობს.
ეს პატარა ბიჭუნები ერთმანეთს არც იცნობენ, მაგრამ მაინც ეხუტებიან უბრალოდ იმიტომ, რომ შეუძლიათ.
ფილიპინელი გოგონა ცდილობს წყალდიდობის დროს ლეკვის გადარჩენას.
ბიჭუნამ დედას სთხოვა თავისი თანაკლასელებისთვის წასახემსებელი მოემზადებინა, რადგან ხშირად არაფერი ჰქონდათ ხოლმე.
8 წლის ბიჭუნამ 1000 დოლარი მოიგო და ლეიკემიით დაავადებულ გოგონას გადასცა.
9 წლის ბიჭუნა მთელი ზაფხულის განმავლობაში აგროვებდა ფულს, რათა ქალაქის ციხისთვის წიგნები ეყიდა.
ბავშვები წიგნებს უკითხავენ ძაღლებს თავშესაფარში
გოგონამ თავისი სათამაშოები გაყიდა და ფული მთლიანად გადასცა ადგილობრივ ცხოველთა დაცვის ფონდს