x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
გარდაიცვალა მსახიობი ანდრეი მიაგკოვი "ბედის ირონიიდან"
image

გარდაიცვალა საბჭოთა და რუსი მსახიობი, რუსეთის სახალხო არტისტი, საბჭოთა კავშირის და რუსეთის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი ანდრეი მიაგკოვი. ის 82 წლის იყო. MK- ს ცნობით, ანდრეი მიაგკოვი გარდაიცვალა საკუთარ სახლში, მოსკოვში. წინასწარი მონაცემებით, გარდაცვალების მიზეზი გულის მწვავე უკმარისობა გახდა.მსახიობი ბინაში მეუღლემ აღმოაჩინა .


მიაგკოვმა უამრავი როლები შეასრულა თეატრში და კინოში, მისი დებიუტი თეატრში 1960 წელს შედგა სპექტაკლში "შიშველი მეფე", ხოლო კინოში 1965 წელს, სადაც სტომატოლოგი ჩესნოკოვის როლი შეასრულა კომედიაში „სტომატოლოგის თავგადასავალი“. მრავალი წლის განმავლობაში იგი თანამამშრომლობდა რეჟისორ ელდარ რიაზანოვთან, მათ შორის ისეთ ფილმებში, რომელმაც მსახიობს დიდი პოპულარობა მოუპოვა ესეაა: "ბედის ირონია, ანუ გაამოთ!", "სამსახურეობრივი რომანი", "გარაჟი" და "სასტიკი რომანსი"

image



1976 წელს, როდესაც გამოვიდა "ბედის ირონია", ანდრეი მიაგკოვი, ჟურნალ "საბჭოთა ეკრანის" გამოკითხვის შედეგად, წლის საუკეთესო მსახიობად დაასახელეს და მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია.


- ამ ფილმმა წერტილი დაუსვა ჩემს კარიერას, - თქვა მსახიობმა. - ყველას ალკოჰოლიკი ვგონივარ, თუმცა სინამდვილეში არ მიყვარს სპირტიანი სასმელები, ხოლო აბანოს უბრალოდ ვერ -ვი-ტან. ეს ფილმი 20 წლის განმავლობაში არ მინახავს, ​​ეს არის ძალადობა მაყურებლის მიმართ, როდესაც ის ახალი წლის ღამეს უნდა უჩვენონ. -განაცხადა მაშინ მიაგკოვმა.

image

0
128
4-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
128
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0