ცნობილი ტასადაის უნიკალური ,,პირველყოფილი" ტომი, რომელთა ისტორია სინამდვილეში უბრალო თაღლითობა აღმოჩნდა
1970 იანი წლებს დასაწყისში ჟურნალებსა და ტელეეთერებში იუწყებოდნენ ახალი აღმოჩენის, კერძოდ კი ყველაზე ჩამორჩენილი “პირველყოფილი“ ტომის შესახებ, რომლებიც ფილიპინებში, კუნძულ მინდანაოზე ცხოვრობდნენ ჯუნგლების გამოქვაბულებში. მათ აღწერდნენ, როგორც ყველაზე ჩამორჩენილ ადამიანებს და მათ ცხოვრებას ქვის ხანისას ადარებდნენ.
ტასადაის ტომი ტროპიკული ტყის გამოქვაბულებში 1000 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ცხოვრობდა, სანამ მათი იზოლაციის შესახებ მსოფლიოსთვის ცნობილი არ გახდა. მათ ტყეში შემთხვევით გადააწყდა მონადირე ახლოს მდებარე ტომიდან, რომელიც ხაფანგებს დებდა სანადიროდ. ბოლოს კი ამ ამბის შესახებ ფილიპინების პრეზიდენტის, ფერდინანდა მარკოსის მრჩეველს, მანუელ ელისალდე უმცროსს მოუყვა.
დაინტერესებული ელისადლე ჯუნგლებისკენ გაემართა მათ სანახავად, მალევე მიყვნენ მას ანთროპოლოგები, რეპორტიორები და ცნობილი ადამიანებიც კი, როგორებიც არიან ჩარლზ ლინდბერგი და ჯინა ლოლომბრიჯიდა. ერთ დღეში ყველასთვის უცნობი ტომი მსოფლიოში განთქმული გახდა. ტასადაის ფოტოსურათები იბეჭდებოდა მსოფლიოს სხვადასხვა ჟურნალებში, დოკუმენტურ ფილმებს იღებდნენ მათ შესახებ, ხოლო National Geographic ის გარეკანი პატარა, ხეზე აცოცებული ბიჭუნას ფოტოსურათმა დაამშვენა.
ყველაზეწ მეტად მსოფლიო ტასადაის ხალხში მშვიდობამ გააოცა. ხალხი ერთმანეთთან ჰარმონიაში ცხოვრობდა, არ ჰქონდათ კონფლიქტები და მეტიც, არ ჰქონდათ სიტყვა, რომელიც ომს ან ჩხუბს ასახავდა. ეს ამბავი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო ვიეტნამის კონფლიქტის დროს 1971 წელს.
მთელი ამ ისტორიის უკანა პლანზე არსებობდა პატარა პრობლემა, რომელიც იმაში მდგომარეობდა, რომ თვითონ ელისალდე მჭიდრო კავშირში იყო ტომთან. “პირველყოფილების" აღმოჩენის მომენტიდან, ელისალდემ თავი მათ დამცველად გამოაცხადა და მსოფლიოსთან მათ კონტაქტს მკაცრად აკონტროლებდა.
ელისალდე სადავო ფიგურა გახლდათ: მდიდარი, მრავალი საქმიანი ინტერესებით და მაღალი პოლიტიკური ამბიციებით, ის საკუთარ თავს ეთნიკური უმცირესობების დამცველად მოიხსენიებდა. როდესაც მარკსი დაარწმუნა, ტროპიკული ტყე, სადაც ტასადაი ცხოვრობდა დაცულ ნაკრძალად გამოეცხადებინათ, ხალხმა ეჭვი აიღო, რომ საქმე სხვა რაღაცაშიც იქნებოდა. 1976 წელს შესვლა ტროპიკულ ტყეში საერთოდ აიკრძალა.
1986 წელს მარკსის ხელისუფლება გადააყენეს. შვეიცარიელმა ჟურნალისტმა ოსვალდ იტენმა და ფილიპინელმა რეპორტიორმა ჯოი ლოზანომ დრო იხელთეს და ჯუნგლებში გაემართნენ, რათა გაეგოთ რა ბედი ეწია ტომს. მათმა აღმოჩენამ კი ყველა განაცვიფრა:
იტენმა დაინახა, რომ გამოქვაბულები, სადაც ტომი ცხოვრობდა დაცარიელებულიყო, ხალხი კი ახლოს, ქოხებში ცხოვრობდა, ეცვათ უბრალო ჯინსები და მაისურები და ადრინდელივით ფოთლებით არ იყვნე აფარებულნი. ტასადაის ხალხმა აღიარა, რომ “ქვის ხანაში" არასოდეს უცხოვრიატ, ელისალდემ კი მათ აიძულა გამოქვაბულებში გადაცხოვრება და სამოსად ფოთლების გამოყენება, სანაცვლოდ კი ფულს და უსაფრთხოებას შეჰპირდა.
იტანის აღმოჩენის შემდეგ გერმანელმა ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს ტომთან მისვლა. მათ ნახეს ტასადაის წევრები, რომლებიც ისევ გამოქვაბულებში ცხოვრობდნენ და ფოთლებით იყვნენ შემოსილი, თუმცა მათ ქვეშ ტანსაცმლის ნაჭრები მაინც უჩანდათ. ყველაფერი ისე გამოიყურებოდა, თითქოს ტომმა ძველი თამაშის განახლება გადაწყვიტა.
ჟურნალისტებმა დაადგინეს, რომ ტასადაის ამბავი მთლიანად შეთხზული იყო, თუმცა ტომისადმი ინტერესი არ ცხრებოდა. ლინგვისტმა და ჰავაის უნივერსიტეტის მკვლევარმა ლოურენს რიდმა გადაწყვიტა მათთან 9 თვე ეცხოვრა. შედეგად დაადგინა, რომ ტასადაი მართლაც ცხოვრობდა ყველასგან მოშორებით ტროპიკულ ტყეში დაახლოებით 150 წლის განმავლობაში, თუმცა ჰქონდათ კონტაქტი მეზობელ ტომებთან. მათგან ისწავლეს მიწაზე მუშაობა და მეურნეობა, ასე რომ, არც ისე ქვის ხანაში ცხოვრობდნენ, როგორც თავიდან აღწერეს.