საბუნებისმეტყველო რატომ მალავს ჩინეთი ინფორმაციას თეთრი პირამიდის შესახებ? 2021, 18 თებერვალი, 0:24 რატომ მალავს ჩინეთი ასე გულმოდგინედ ინფორმაციას, ქვეყნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ქალაქ სიანის მახლობლად არსებული უძველესი პირამიდების ველის შესახებ? რატომ არ უშვებს ის პირამიდების შესასწავლად ისტორიკოსებსა და არქეოლოგებს? რატომ დაიშვება მნახველები მხოლოდ რამდენიმე პირამიდაზე? საიდუმლოებით მოცული ისტორია ჩინეთის თეთრი პირამიდის შესახებ, დასავლეთისთვის ცნობილი გახდა 1940-იან წლებში, პილოტ ჯეიმს ჰაუსმანისგან, რომელმაც განაცხადა, რომ ქ. სიანის შორიახლოს იხილა უზარმაზარი, თეთრი ფერის პირამიდული ნაგებობა. ეს მოხდა 1945 წელს. თითქოს მან თვითმფრინავიდან გარკვევით დაათვალიერა პირამიდის წვერიც კი, რომელიც ძვირფასი ქვისგან იყო და ძალიან კაშკაშებდა. პილოტის სიტყვებით ეს პირამიდა იმდენად დიდი იყო, რომ მსოფლიოში უდიდეს პირამიდად შეიძლება ჩაითვალოს. გარდა ამისა, იმავე ველზე, კიდევ ათეულობით სხვა, მომცრო ზომის პირამიდებიც ნახა. სიანის ველის პირამიდების ერთ-ერთი იშვიათი ფოტო1947 წლის 28 მარტს, გაზეთ The New York Times-ში, გამოქვეყნდა პოლკოვნიკ მორის შიჰანის (აგრეთვე კომპანია Trans World Airlines დირექტორის) მონაყოლი, რომლის მიხედვითაც ჩინეთში მან ნახა გიგანტური პირამიდა. ორი დღის შემდეგ კი, 1947 წლის 30 მარტს, გაზეთ New York Sunday News-მა გამოაქვეყნა ხსენებული პირამიდის შავ-თეთრი ფოტო, ბრტყელი, წაკვეთილი წვეროთი, აცტეკების პირამიდის მსგავსი. ჟურნალისტების თქმით, ეს ფოტო გადაღებული იყო ჰაუსმანის მიერ, ჩინეთის თავზე გადაფრენის დროს.
ჰაუსმანის მიერ გადაღებული თეთრი პირამიდა
აი, როგორ აღწერს თვითონ პილოტი ამ შემთხვევას: "მე შემოვუფრინე მთას, და აღმოვჩნდით ველზე. პირდაპირ ჩვენს ქვემოთ გამოჩნდა თეთრი პირამიდა. ზღაპრულს ჰგავდა. პირამიდის გარშემო თეთრი ნათება ციმციმებდა. ის მთლიანად თეთრი იყო. ყველაზე საინტერესო მისი ზედა ქვა იყო–ძვირფასი მასალის დიდი ნატეხი, რომელიც ძალიან ჰგავდა ძვირფას ქვას. გაოცებული დავრჩი მისი კოლოსალური ზომებით". თუმცა ხსენებული შავ-თეთრი ფოტო, რომელიც თითქოს ჰაუსმანის გადაღებულია, მაინცდამაინც არ ემთხვევა ამ მონათხრობის მონაცემებს, და ამან პუბლიკის ცოტაოდენი იმედგაცრუება გამოიწვია. არის ეჭვი, რომ ამ სურათს არავითარი კავშირი არ აქვს თეთრ პირამიდასთან და მასზე სიანის ველის სრულიად სხვა პირამიდაა აღბეჭდილი. შემდგომ, მოულოდნელად ჰაუსმანის მთელი ისტორია და ფოტო გაასაიდუმლოვეს. არცერთი გაზეთი, არცერთი ჟურნალი, აღარ აქვეყნებდა არავითარ ცნობას მის შესახებ 45 წლის მანძილზე. ითვლება, რომ ეს ისტორია შეგნებულად მკაცრად "დაასაფლავეს" აშშ შეიარაღებული ძალების საიდუმლო სამსახურების არქივებში. ამის შემდეგ ბევრმა დასავლეთის მკვლევარმა სცადა სიანის თეთრი პირამიდის შესახებ ინფორმაციის მოპოვება, მაგრამ უშედეგოდ. გარდა ამისა, ხსენებული შავ-თეთრი ფოტოს გარდა, ქსელში შეუძლებელია თეთრი პირამიდის სხვა ფოტოების მოძიება. არის მხოლოდ რამდენიმე სურათი, რომელიც თანამგზავრიდანაა გადაღებული.
ზოგიერთი თვლის, პრობლემა იმაშია, რომ პირამიდები უბრალოდ ძნელად მისადგომ ადგილებშია განლაგებული და იქამდე, რომ მიაღწიო, მაღალი მთებისა და ღრმა ხეობების გადალახვაა საჭირო. ჩინეთის პირამიდებზე მეტ-ნაკლებდ დაწვრილებითი ინფორმაციის მოძიება დიდ სირთულეს წარმოადგენს, თუ არა შეუძლებელს. თეთრი პირამიდის სიმაღლე 300 მეტრია, მაშინ როცა ხეოფსის პირამიდა 147 მეტრი სიმაღლისაა (დღესდღეისობით 136 მეტრია). ზოგიერთი ცნობით, ყველაზე ძველი ჩინური პირამიდის ასაკი 8000 წელზე ნაკლები არ არის. პირველად თეთრი პირამიდა წერილობით წყაროებში მოსენიებულია 5000 წლის წინ.
2000 წელს, ჩინეთის ხელისუფლებას "შემთხვევით წამოსცდა", რომ სიანის ჩრდილოეთით დაახლოებით 400(!) პირამიდა მდებარეობს, თუმცა მათ შორის არ უხსენებიათ თეთრი. ამ პირამიდებიდან ბევრი ყორღანია, სადაც ძველი ჩინური სამეფო ოჯახის წევრი განისვენებს. მათი ამოცნობაც კი ძალიან რთულია, რადგან სამარხები ბუჩქებითა და ხეებით არის დაფარული. მხოლოდ ერთეული სამარხების ნახვაა დაშვებული მნახველებისთვის. იმპერატორ ძინ ხანის ორიათასწლიანი ყორღანი სიანის ველზე. ამ სამარხის მონახულება ნებადართულია.
ჩინეთის ხელისუფლების ოფიციალური განცხადებით, ისინი ზღუდავენ ტურისტების დაშვებას ნაგებობების დაზიანების საფრთხის გამო. და მხოლოდ ამ მიზეზით არის დღესდღეისობით იგი დახურული ტურისტების, არქეოლოგებისა და ისტორიკოსებისთვის. კონსპიროლოგები თვლიან, რომ ჩინური პირამიდების გადამეტებული გასაიდუმლოება მხოლოდ ერთი რამით შეიძლება აიხსნას-იქ რაღაც უჩვეულოს ფარავენ. შესაძლოა ადამიანების უძველეს კონტაქტებს უცხოპლანეტელებთან, ან უცხოპლანეტელთა ტექნოლოგიებსა და უცხოპლანეტელთა ნეშტებს. ბოლო ათწლეულების მანძილზე მეცნიერებმა მაინც მოახერხეს არანაკლებ მნიშვნელოვანი ობიექტების შესახებ ინფორმაციის მოპოვება. 1994 წლის მარტში, ავსტრიელმა ჰარდვიგ ჰაუსდორფმა შესძლო ნებართვის მიღება უცხოელებისთვის დახურულ რაიონში გასამგზავრებლად და კოლეგა პიტერ კრასას თანხლებით მან მოინახულა ჰენანის პროვინციის პირამიდები. 1997 წელსაც კვლავ დაბრუნდა ჩინეთში. საინტერესოა, რომ ყოველი პირამიდა კარგად არის მოვლილი, მის ფერდებზე წიწვოვანი ბუჩქნარებია გაშენებული. თუმცა, როგორც შემდგომ გაირკვა, ეს შენიღბვის მიზნით გაკეთდა. წამყვანმა არქეოლოგმა, პროფესორმა ცია ნაიმ განმარტა, რომ არტეფაქტები მკაცრად არის გასაიდუმლოებული, მათი შესწავლა კი მომავალი თაობებისთვის იქნება შესაძლებელი. ერთ-ერთ მათგანზე ასვლის შემდეგ მათთვის შესაძლებელი გახდა 17 პირამიდა ეხილათ. ერთ-ერთის წვეროზე აშკარად ხელოვნური წარმოშობის კრატერი ჩანდა. მხოლოდ ერთხელ შესძლეს მეცნიერებმა შენსეს პროვინციის მრგვალ პირამიდაში შესვლა, რომელშიც მიწისქვეშა ლაბირინთი ნახეს. დერეფნის ქვის კედლები ისეთი გლუვი იყო, თითქოს სარემონტო სამუშაოები წინა დღის დასრულებული იყო. დერეფნის ბოლოს დიდი დარბაზი იყო, რომლის კედლები და ჭერი უცნაური ნახატებით იყო დაფარული. მათზე გამოსახული იყო მზის სისტემა და უცნაური, ისტორიამდელი ადამიანების ნადირობა, რომლებიც სკაფანდრების მსგავს სამოსში იყვნენ გამოწყობილი. ამ ამბის პრესაში გახმაურების შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ ყველაფერი უარყო და შედეგად პირამიდების მონახულება აკრძალეს. ამ დროიდან მიყოლებული გამოყოფილია ადამიანების სპეციალური შტატი, რომლებიც თვალყურს ადევნებენ და პასუხს აგებენ პირამიდების გამწვანებაზე, რათა უცხო თვალისგან დაიცვან არტეფაქტები. იხილეთ შემდეგი:ბულგარეთში, არქეოლოგიური გათხრების დროს, არტეფაქტი-"უცხოპლანეტელის" ნიღაბი აღმოაჩინეს საიდუმლოებით მოცული მონეტა, რომელიც ეგვიპტეში აღმოაჩინეს ამ კუნძულზე მოხვედრილი ადამიანების გაქრობა დღემდე ვერ აუხსნიათ მოსაზრება, თუ რა ფრთიანი არსებაა ნაპოვნი მექსიკაში (გამოქვეყნებულია მისი რენდგენის სურათიც) ოქროს ტაძრის განძთსაცავის, წინა საუკუნეებში ჰერმეტულად დალუქული კარი ჯერაც ვერ გაუღიათ უნგრეთის ღვინის მარნები, რომლებიც იუნესკოს ძეგლთა სიაშია ნაგებობები, რომლებიც მეცნიერებს საგონებელში აგდებს მსოფლიოში სასტუმროების ყველაზე ძვირადღირებული ნომრები
2960 5-ს მოსწონს
|