სხვა მსოფლიოს 7 ულამაზესი ტბა 2021, 17 თებერვალი, 21:44 მსოფლიოში 117 მილიონზე მეტი ტბაა. თუმცა ყველა მათგაის ჩამოთვლა შეუძლებელია. ვნახოთ განსაკუთრებული სილამაზით გამორჩეული ექვსი მათგანი. 1. ლაგუნა-კოლორადა, ბოლოვიალაგუნა-კოლორადა არაღრმა მარილიანი ტბაა ბოლივიაში. ტბა მოიცავს ბურას (მინერალი) კუნძულებს. მათი თეთრი ფერი ერწყმის ტბის წითელ წყალს, რომელიც განპირობებულია მინერალებითა და წყალმცენარეების პიგმენტაციით. [wiki] მისი სიღრმე მხოლოდ 1.5 მეტრია. 2. კომოს ტბა, იტალიაიტალიაში ულამაზესი ტბებია, რის გამოც, შეგიყვარდებათ ეს ქვეყანა. კომოს ტბა იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და ლამაზი ტბაა. ეს ტბა ევროპის სიღრმეში მეხუთე ტბაა და იქიდან საოცარი პანორამული ხედი იშლება ალპებისა და მიმდებარე სოფლების. 3. პეოეს ტბა, ჩილე პატაგონიაპეოეს (Pehoé) ტბა არის ზედაპირული წყლის ობიექტი, რომელიც მდებარეობს ტორეს-დელ-პაინეს ეროვნული პარკში, სამხრეთ ჩილეში, მაგალანის რეგიონში. გარშემორტყმული მთებითა და სუფთა წყლებით. თუკი ჩილეში მოხვდებით, ეს ტბა აუცილებლად უნდა ნახოთ. 4. უაკატიპუს ტბა, ახალი ზელანდიაახალი ზელანდია ცნობილია თავისი საოცარი ბუნებითა და პეიზაჟებით. უაკატიპუს ტბა მდებარეობს ახალი ზელანდიის სამხრეთ კუნძულზე და გარშემორტყმულია მთებით. სიგრძით 80 კმ, ის ახალი ზელანდიის უგრძესი ტბაა.5. ბაიკალის ტბა, რუსეთიიგი ცნობილია, როგორც ყველაზე სუფთა და უძველესი ტბა მსოფლიოში. ბაიკალის ასაკი 25–30 მილიონ წლამდეა შეფასებული, რაც მას უძველეს ტბად აქცევს გეოლოგიის ისტორიაში.ბაიკალის ტბა სამხრეთ ციმბირში. ზამთარში ტბა გაყინულია და ქმნის ულამაზეს პეიზაჟებს. 1996 წელს იუნესკომ ტბა მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლად გამოაცხადა. 6. პიჩოლას ტბა, ინდოეთიპიჩოლას ტბა არის მტკნარი წყლის ხელოვნური ტბა, რომელიც შეიქმნა ჩვენი წელთაღრიცხვის 1362 წელს. მას სახელი უწოდეს უდაიპურში მდებარე სოფელ პიჩოლში. უდაიპურის მიმდებარე ტბები, პირველ რიგში, კაშხლების აშენებით შეიქმნა ქალაქის და მისი უბნების სასმელი წყლისა და სარწყავი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.7. მორეინის ტბა, კანადამორეინის ტბა არის მყინვარული ტბა ბანფის ეროვნულ პარკში, კანადის კლდოვან მთებში, ულამაზეს ხეობაში. ის მდებარეობს ათი მწვერვალის ხეობაში, დაახლოებით 1, 884 მ სიმაღლეზე. როდესაც ის სავსეა, განსაკუთრებული სანახავია - რომელსაც დაკრავს, ლურჯი-ლაჟურული ლურჯ ჩრდილი. ბევრი ადამიანი მორეინის ტბას სტუმრობს თევზაობის, ლაშქრობისთვის ან უბრალოდ დასასვენებლად. 158 2-ს მოსწონს
|