სხვა პოლიტიკური პლაკატები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა 2021, 17 თებერვალი, 20:36
რუსი მხატვარი, ანდრეი ბუდაევი 1990-იანი წლებიდან იყო დაკავებული ე.წ. პოლიტიკური პლაკატების შექმნით. ეს არის ერთგვარი კოლაჟები, რომლებითაც ავტორი მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. მათ შესაქმნელად მხატვარი იყენებდა მსოფლიო მხატვრობის შედევრებს, რომლებზეც თანამედროვე პოლიტიკოსები და "ძლიერნი ამა სოფლისანი" ჩნდებიან. იმას, რასაც ანდრეი ბუდაევი აკეთებდა, შეიძლება გაბედული პოლიტიკური სატირა ეწოდოს. მისი ყოველი ახალი გამოფენის შემდეგ იყო მოლოდინი იმისა, რომ გამოფენას დახურავდენ, მაგრამ მიუხედავად ამისა გამოფენები საკმაო წარმატებით მიმდინარეობდა და პლაკატებსაც ხშირად ბეჭდავდენ. ბუდაევის ნამუშევრები გამოიფინა ვაშინგტონში, ნიუ-იორკში, პარიზში, ბერლინში, კოპენჰაგენში, შედის კერძო და კორპორატიულ კოლექციებში.
ანდრეი ბუდაევი გარდაიცვალა 2019 წლის 5 თებერვალს. გთავაზობთ მის რამდენიმე ნამუშევარს, რომლებზეც ადვილი ამოსაცნობია ჩვენთვის ავად თუ კარგად ნაცნობი პოლიტიკოსები: ასევე დაგაინტერესებთ: პოლიტიკოსების სკანდალური ფოტოები, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა როგორ "არ" ორსულდებოდნენ სსრკ-ში - სახალისო ამბავი როგორ ერთობიან რუსეთის დუმაში - დაუჯერებელი ფოტოები! რა ხდებოდა სინამდვილეში ნაცისტების ბორდელებში - ტაბუდადებულ თემას ფარდა ეხდება უხერხული შემთხვევები, რომლებიც ცნობილ ფილმებში სასიყვარულო სცენების გადაღებისას შეიქმნა 568 4-ს მოსწონს
|