ფილმების გმირებს რომლებიც გვაოცებენ თავისი ინტელექტით, გონებამახვილობით და გამჭრიახობით, ხშირ შემთხვევაში რეალური პროტოტიპები ჰყავთ:
დორიან გრეი- ოსკარ უაილდის წიგნში “დორიან გრეი", ასახულია პროვინციელი მიამიტი ბიჭის, დორიან გრეის ისტორია, რომელიც ლონდონში ქალაქის დასაპყრობად ჩამოვიდა. ის არისტოკრატი ცინიკოსის, ლორდ ჰენრის ზემოქმედების ქვეშ ექცევა და ეშმაკთან გარიგებასაც კი დებს. დორიან გრეის რეალური პროტოტიპი თვითონ ოსკარ უაილდის საყვარელი, ჯონ გრეი გახლავთ. ამ პერსონაჟით მწერალს მისთვის საუკეთესო კომპლიმენტის ჩუქება სურდა.
შერლოკ ჰოლმსი- პერსონაჟი არტურ კონან დოილმა შექმნა, ის სკოტლანდ-იარდის პოლიციის დამხმარე კონსულტანტია, რომელთანაც დეტექტივები მასინ მიდიან, როდესაც ჩიხში შედიან გამოძიების დროს. ცოტამ თუ იცის, რომ შერლოკ ჰოლმსის რეალური პროტოტიპი ედინბურგის უნივერსიტეტის მედიცინის პროფესორი და კონან დოილის მეგობარი ჯოზეფ ბელი იყო. ისევე როგორც ჰოლმსი, ისიც ეწეოდა ჩიბუხს, ძალიან ჭკვიანი იყო და სახლში ატარებდა უცნაურ ექსპერიმენტებს, ასევე, ადამიანის გარეგნობით ან ჩაცმულობით შეეძლო ამოეცნო მისი პროფესია, ან რას საქმიანობდა ცოტა ხნით ადრე.
ინდიანა ჯონსი- პერსონაჟი ჯორჯ ლუკასმა და სტივენ სპილბერგმა შექმნეს. ისტორიისა და არქეოლოგიის პროფესორი თავისუფალ დროს დაკარგული რელიქვიების ძებნას უთმობს, ატარებს ქუდს და ეშინია გველების. მისი რეალური პროტოტიპი ვინმე ჰირამ ბინგჰემ III იყო, ამერიკელი არქეოლოგი, აკადემიკოსი და პოლიტიკოსი. იყო განუმეორებელი ავანტიურისტი, რომელმაც 1911 წელს თავიდან აღმოაჩინა მაჩუ-პიკჩუ. ბინგჰემის გარდა, რეჟისორებზე დიდი გავლენა მოახდინა გერმანელმა არქეოლოგმა და მწერალმა ოტო რანმა. პალეონტოლოგმა როი ჩემპმენ ენდრიუსმა, არქეოლოგმა ვენდილ ჯონსმა (რომელიც ისეთივე ქუდს ატარებდა, როგორსაც ინდიანა ჯონსი) და ასევე არქეოლოგმა ფრედერიკ ალბერტ მიტჩელ ჰეჯესმა.
სევერუს სნეიპი- როგორც ჯოან როულინგი ამბობს, შთაგონება სნეიპის პერსონაჟზე თავისი ქიმიის მასწავლებლისგან მიიღო, რომელსაც ბავშვები ვერ იტანდნენ ცუდი ხასიათის გამო.
ალისა - ალისას რეალური პროტოტიპი მწერალის მეგობრის შვილი, ალისა ლიდელი გახდა. ცნობილია, რომ ისინი ხშირად დადიოდნენ ერთად სასეირნოდ, სწორედ ამ გოგონასთვის შეიქმნა ზღაპარიც.
ბენ კემპბელი- აზარტული პერსონაჟი ფილმიდან “ოცდაერთი", ძალიან კარგად ითვლის კარტებს და თაღლითების გუნდსაც აყალიბებეს, რომლებიც კაზინოში ბლეკჯეკს თამაშობენ. რეალური პროტოტიპი არის ჯეფ მა, ბიჭი იმავე კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა მათემატიკის ფაკულტეტზე, რომელშიც ფილმის მთავარი გმირი. სწორედ მისი თავგადასავლები დაედო საფუძვლად წიგნს, რომლის მიხედვითაც ფილმი გადაიღეს.
ზორო-დიახ, ზოროსაც კი ჰყავს რეალური პროტოტიპი. ხოაკინ მურიეტა ბანდიტური დაჯგუფების მეთაური იყო სახელწოდებით “ხუთი ხოაკინი". ლეგენდის მიხედვით, ისინი მთელ მოპარულ ფულს გაჭირვებულებს ურიგებდნენ. მთავრობა დიდი ხნის განმავლობაში ნადირობდა მასზე. უბრალო ხალხმა კი ის ეროვნულ გმირად აქცია მადლობის ნიშნად.