x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
"პატარა გოგონას დაჩაგვრა, ცემა და მოკვლა ადვილია, 24 წლის კაცის და მისი ნათესაობის დაჯაბვნა - ძნელია" - ნახეთ, როგორ გამოეხმაურა ბაია პატარაი, ნინის ბიძის გაუგონარ განცხადებას
image
14 წლის ნინიმ თავი მოიკლა. მასზე ჯერ ახალგაზრდა კაცმა იძალადა სექსუალურად, შემდეგ კი ბაბუის ბიძებმა - ფიზიკურად და სცემეს ოჯახის "შერცხვენისთვის". მის გვერდით არავინ აღმოჩნდა, არც პოლიცია. რომელმაც იცოდა ძალადობის შესახებ და მითუმეტეს არც ოჯახი.
ამ ყველაფრის შემდეგ კი ბაბუის ბიძამ, დღეს შოკისმომგვრელი განცხადება გააკეთა. "შემძულდა ეს ბავშვიო"- თქვა მან. სწორედ ამ ფაქტს გამოეხმაურა ცნობილი უფლებადამცველი და ფემინისტი ბაია პატარაია:
"გინდა გითხრათ, რატომ შესძულდა ამ არაკაცს 13 წლის გოგო?! იმიტომ, რომ ჩაიჯვა! შეეშინდა მოძალადის და იმის ოჯახის, ამიტომ გადაწყვიტა მოძალადე კი არ შესძულებოდა, არამედ პატარა და უმწეო ბავშვი, რადგან პატარა გოგონას დაჩაგვრა, ცემა და მოკვლა ადვილია და სხვა, 24 წლის კაცის და მისი ნათესაობის დაჯაბვნა - ძნელია. ამიტომაც ადგა და გაანადგურა პატარა და დაუცველი და ახლა ჰგონიათ ამას და სხვა სირკაცებს, რომ "ღირსება აღიდგინეს". სად გაქვთ ღირსება, თქვე ქვეშაჯვია არაკაცებო, ან როდის გქონდათ? ერთი გაფხორილი, უტვინო, კუანა და ბოროტი არსებები ხართ!
კაცია ადამიანი? არა, არ არის." - წერს ბაია პატარაია თავის ფეისბუქ პოსტში.
0
178
1-ს მოსწონს
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
178
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0