x
image
დავითი ჩუთლაშვილი
გერმანიის ხელისუფლებამ უსახლკაროებისთვის მზის ენერგიაზე მომუშავე საძილე კაფსულები დაამონტაჟა
გერმანიაში სოციალური დახმარების სერვისი ძალიან მაღალ დონეზეა. სახელმწიფო ეხმარება მოქალაქეებს და სრულად უზრუნველყოფს მათ ბინით, კვებით და სხვადასხვა კულტურული საჭიროებებით. სოციალური დახმარების თანხა თვეში 436 ევროს შეადგენს, რასაც ხშირად საჭიროებიდან გამომდინარე ზემოდან დამატებითი სახსრები ერიცხება, თუმცა ამის მიუხედავად მაინც არსებობენ უსახლკაროები, რომლებიც ღამეს გარეთ, ღია ცის ქვეშ ათევენ. სწორედ მათთვის გერმანიის ქალაქ ულმში ხელისუფლებამ სპეციალური საძილე კაფსულების დამონტაჟება დაიწყო. კაფსულებში არის უფასო ინტერნეტი და ელექტროენერგია, რასაც უსახლკარო მზის ბატარეებიდან იღებს.


კაფსულა


თითოეული კაფსულა საკმარისი ზომისაა საიმისოდ, რათა მასში ორი ადამიანი დაეტიოს.


უფასო WiFi-ს სისტემა გამოსაყენებლად ძალიან მარტივია და არ არის აუცილებელი რაღაც სპეციალური ფორმების შევსება და მომაბეზრებელი პროცედურები, რათა ბენეფიციარს ინტერნეტთან ჰქონდეს წვდომა.



კაფსულები სენსორებით არის აღჭურვილი, რომლებიც გაღება-დახურვაზე რეაგირებენ. ეს იმისთვის არის გამიზნული, რათა სოციალური დაცვის სამსახურის თანამშრომლებმა დახმარება ბენეფიციარს საჭიროების შემთხვევაში დროულად აღმოუჩინონ.


საქველმოქმედო ორგანიზაციის თანამშრომლები პერმანენტულად ამოწმებენ ასევე კაფსულის გამართულ მუშაობას, რათა გაუმართაობა დროზე აღმოფხვრან და უსახლკაროს ჯანმრთელობა საფრთხის ქვეშ არ აღმოჩნდეს თუნდაც იმით, რომ სიცივეში არ მოუწიოს მას ძილი.


პროგრამა ჯერჯერობით საპილოტეა და მის დახვეწასა და სრულყოფაზე მუშაობა გამუდმებით მიმდინარეობს.


კაფსულა

1
171
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
171
  
2021, 17 თებერვალი, 1:07
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 1