სხვა ჰოროსკოპი: მერწყული 2012, 30 აგვისტო, 23:02 (21 იანვარი-18 თებერვალი) ჰაერის ნიშანი. ორი პლანეტის, სატურნისა და ურანის მფარველობის ქვეშ იმყოფება. ხასიათი ემოციური აქვს, ბუნება - მგრძნობიარე და შთაბეჭდილებიანი, ამ ორი პლანეტიდან, პირველი, სატურნი, მერწყულის ბედისადმი მორჩილებას უნერგავს. განუხორციელებელი ოცნებები, მელანქოლია, მწუხარე მოგონებები - სატურნის ზემოქმედების ნაყოფია. ურანი კი, პირიქით, მოქმედებისა და ბრძოლის სულისჩამდგმელი პლანეტაა, სწორედ ამიტომ ხასიათდება ეს ნიშანი ორი უკიდურესობით - ერთი მხრივ, იგი სენტიმენტალისტია და მოქმედებას ოცნებას ამჯობინებს, მეორე მხრივ - ბრძოლის უნარიც, გაბედულობაცა და შესაძლებლობაც გააჩნია. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულები თავიანთი ჰუმანურობით გამოირჩევიან და ახლობელთა სიყვარულსაც იმსახურებენ. სხვისი გაჭირვება ყოველთვის გულთან მიაქვთ და ყოველნაირად ცდილოვენ ბედისაგან დაჩაგრულთ ხვედრი შეუნსუბუქონ. 2332 4-ს მოსწონს
|