x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
იაპონიაში მარტოობის სამინისტრო შეიქმნა
image


იაპონიაში დაამტკიცეს მარტოობის მინისტრის პოსტი.ამის შესახებ იუწყება სააგენტო Kyodo.



აღინიშნა, რომ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იოშიჰიდე სუგა შეხვდა მინისტრს რეგიონების სასიცოცხლო საქმიანობის აღდგენის საკითხებში, ტეცუცი საკამოტოს, რომელსაც დაავალა შეითავსოს მთავარი პოსტთან ერთად ახალი თანამდებობა.


საკამოტოს განცხადებით, მარტოობის საკითხების სამინისტროს შექმნის აუცილებლობა უკავშირდება თვითმკვლელობების რაოდენობის ზრდას იაპონიაში - პირველად 11 წლის განმავლობაში ეს მაჩვენებელი 3.7% -ით გაიზარდა, საერთო ჯამში, ბოლო ერთ წელიწადში 20, 9 ათასმა იაპონელმა მოიკლა თავი, ეს საკითხი განსაკუთრებით გამძაფრებულია პანდემიის და მასთან დაკავშირებული შეზღუდვების შემდეგ.



-რაც შეეხება დანიშვნის მიზანს, ჩვენ ვსაუბრობთ სოციალური პრობლემების მოგვარებაზე, რომლებიც გამოიხატება დაბალ შობადობაზე და საზოგადოების დაბერებაზე. ის ასევე მოიცავს სუიციდის პრობლემას, პირველ რიგში ქალებსა და ახალგაზრდებს შორის. ”- თქვა კაცუნობუ კატომ, მინისტრთა კაბინეტის გენერალურმა მდივანმა.


აღსანიშნავია, რომ 2018 წელს მსგავსი თანამდებობა გამოჩნდა დიდ ბრიტანეთში;დაარსდა ფსიქიკური ჯანმრთელობის მინისტრის პოსტი, რომელიც დაიკავა 49 წლის ჟაკლინ (ჯეკი) დოილ-პრაისმა. მისი სამინისტროს მოვალეობაა სუიციდის მცდელობების პრევენცია მთელს გაერთიანებულ სამეფოში.

0
34
2-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
34
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0