საზოგადოება თვლიდა, რომ ეს მსახიობები თავიანთ საკულტო როლებს ვერ მოერგებოდნენ- თუმცა მწარედ შეცდნენ
ხშირია შემთხვევები, როდესაც ფილმში მთავარ როლზე ისეთ მსახიობს ამტკიცებენ, რომელსაც მილიონობით თაყვანისმცემელი ჰყავს, როგორც წესი, ისინი მხოლოდ გარეგნობის მიხედვით იღებენ გადაწყვეტილებებს. აი რეჟისორებს და პროდიუსერებს კი გარეგნობაზე მეტი სჭირდებათ. ეს მსახიობები ფილმის გამოსვლამდე უარყო მაყურებელმა, მაგრამ ეკრანებზე გამოსვლის შემდეგ ხმა ვეღარ ამოიღეს:
ჰიტ ლეჯერი ჯოკერის როლში (ბნელი რაინდი 2008)- როდესაც კრისტოფერ ნოლანმა ქასტინგის შედეგები გამოაცხადა და ჯოჯერის როლზე ჰიტ ლეჯერი დაამტკიცა, ხალხი უბრალოდ აღშფოთებული იყო, ვერავის წარმოედგინა, რომ ახალგაზრდა მსახიობი ჯოკერის როლს ასე კარგად მოირგებდა. ამ როლამდე მსახიობი რომანტიკულ კომედიებში თამაშობდა საყვარელი ბიჭების როლებს, სკანდალური როლი ჰქონდა ასევე კუზიან მთაშიც.
ამ როლისთვის ლეჯერმა ნამდვილი ფსიქოლოგიური ტრანსფორმაცია მოიწყო, ამბობენ, რომ სასტუმროს ოთაში დღეების განმავლობაში იკეტებოდა და ჯოკერის ხასიათებს ირგებდა. იმასაც ამბობენ, რომ შესაძლოა სწორედ ჯოკერის როლმა მიიყვანა ის სიკვდილამდე.
გალ გადოტი- ქალი საოცრება- ქალი საოცრების ფანების ძირითადი პრეტენზია მსახიობის მიმართ მისი სიგამხდრე და პატარა მკერდი იყო. მიუხედავად ამისა, ფილმის გამოსვლის შემდეგ გადოტი ისე ჰარმონიულად მოერგო როლს, რომ დღეს მასზე პრეტენზიები აღარ არსებობს.
მაიკლ კიტონი ბეტმენის როლში- 80-იანი წლების ბოლოს, როდესაც ტიმ ბერტონმა მაიკლ კიტონი ბეტმენის როლზე დაამტკიცა, Warner Bros. ის სტუდია განრისხებული ფანების პროტესტის წერილებით აივსო. წერილების გაგზავნა 50 000 ფანს არ დაეზარა. ფილმის გამოსლის შემდეგ კი მთელი ეს პროტესტი ჩაცხრა. დღეს კიტონის ბეტმენი ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლება.
რენე ზელვეგერი ბრიჯიტ ჯონსის როლში- ბრიჯიტ ჯონსის დღიურის ფანები საკმაოდ ნერვიულობდნენ არჩეული მსახიობის გამო. პირველი იმიტომ, რომ რენე გამხდარი იყო, მეორე იმიტომ, რომ ამერიკელი იყო და მესამეც, მას ბრიტანული აქცენტი არ ჰქონდა. ამის გამო მსახიობს ბრიტანეთში ცხოვრება მოუწია, აქცენტის შეცვლა და 9 კილოს მომატება.
ვივიენ ლი სკარლეტ ო'ჰარას როლში (ქარწაღებულნი)- ვივიენ ლის შემთხვევაშიც მსგავსი სიტუაცია იყო, ამერიკელი გმირის როლზე ბრიტანელი მსახიობი მიიწვიეს მას შემდეგ, რაც პროდიუსერებმა 2 წლის განმავლობაში მთელი ჰოლივუდი გადაქექეს შესაფერისი სკარლეტის ძებნაში. ფილმმა შეიზლება ითქვას, რომ მსოფლიო დაიპყრო, ვივიენ ლის კი ოსკარიც გადასცეს შესრულებული როლისთვის.
დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის როლში- როდესაც პირს ბროსნანის შემცვლელს ირჩევდნენ, დენიელ კრეიგი ჯეიმს ბონდის როლზე ხალხს იმდენად არ მოეწონა, რომ საიტიც კი შექმნეს მის წინაარმდეგ, ამბობდნენ, რომ ბონდის როლზე შეარჩიეს დაბალი, ქერათმიანი, ბრტყელსახა და დიდყურებიანი მამაკაცი. დღეს კი შეიძლება ითქვას, რომ პროდიუსერები დენიელ კრეიგს ვეღარც ეშვებიან და 49 წლის მსახიობს ისევ იწვევენ.
ტომ კრუზი ლისტატის როლში- თვით ენ რაისი, ვამპირული ქრონიკის ავტორი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო როლზე ტომ კრუზის დამტკიცების, ის ხომ არ იყო მარალი, არ იყო ქერა და სხვა ფილმებში ზედმეტად არისტოკრატულად გამოიყურებოდა. წიგნის ფანებიც მხარს უჭერდნენ მაგრამ საბედნიეროდ პროდიუსერებმა არავის დაუჯერეს. ფილმის ნახვის შემდეგ კი ენ რაისმა მსახიობს ბოდიშიც მოუხადა.
მარკ რუფალოჰალკის როლში- რუფალოს არჩევა ჰალკის როლზე ან ძალიან გამბედავი საქციელი იყო, ან სულელური, ასე წერდნენ გაზეთები. ამისდა მიუხედავად ჰალკი რუფალო ყველას ძალიან უყვარს.