კერძები ბოსტნეულისაგან "ოქროსფერი ბეჭდები" ხახვისაგან - ხრაშუნა რგოლები, რომელიც კეტჩუპთან განსაკუთრებით გემრიელია 2021, 12 თებერვალი, 9:44
5 ულუფა; საჭირო დრო: 30 წუთი; საჭირო პროდუქტები: თეთრი მსხვილი ხახვი - 3 ცალი; ფქვილი - 250 გრამი; გამაფხვიერებელი - 1/2 ჩაის კოვზი; მარილი - 1 ჩაის კოვზი; შავი წიწაკა - 1/4 ჩაის კოვზი; მსუბუქი ლუდი - 150 მლ.; ცივი წყალი - 2 სუფრის კოვზი; მცენარეული ზეთი -1კოვზი;
მომზადება: დაჭერით ხახვი 7-8 მმ. სისქის რგოლებად. დაანაწილეთ, გამოაცალკევეთ რგოლები და ჩაყარეთ ცივ წყალში (1.5 ლ.). 125 გრამ ფქვილს დაუმატეთ მარილი, შავი წიწაკა, ცომის გამაფხვიერებელი და მოურიეთ. დაუმატეთ ლუდი, 2 სუფრის კოვზი წყალი და ურიეთ ერთგვაროვან მასამდე. ამოიღეთ წყალი ხახვიდან და დააწყვეთ ქაღალდის ხელსახოცზე. ყოველი ხახვის რგოლი ამოავლეთ ფქვილში, შემდგომ - ცომში და მერე დადეთ ტაფაზე, მცენარეულ ზეთში. შეწვით ხახვის რგოლები მანამ, სანამ ოქროსფერს მიიღებს, დაახლოებით 2-3 წუთი ძლიერ ცეცხლზე. ოქროსფერი რგოლები აიღეთ ტაფიდან და დადეთ სალფეთქზე, რათა ჭარბი ცხიმი მოსცილდეს. ხახვის რგოლები შეგიძლიათ, მიირთვათ საყვარელ სოუსთან, ან კეთჩუპთან. 55 1-ს მოსწონს
|