x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი 950 ათას ფუნტ სტერლინგად იყიდება
ლონდონში რომ უძრავ ქონებას კატასტროფული ფასი ადევს, საყოველთაოდ ცნობილი ამბავია. აქ მიწის თითოეული ნაგლეჯი მისი წონა ოქრო ღირს. ამიტომ ქალაქის ყველაზე ვიწრო სახლი აქ 950 ათას ფუნტ სტერლინგად (4, 36 მლნ ლარი) სულაც არ არის ძვირი, თუმცა კლაუსტროფობიით შეპყრობილ ადამიანებს გირჩევთ, არ აჩქარდეთ და კარგად დაფიქრდეთ, სანამ მას შეიძენდეთ, რადგან ყველაზე ვიწრო ნაწილში სახლის სიგანე სულ რაღაც 1, 66 მეტრს შეადგენს.


სამაგიეროდ ეს სახლი ულამაზესია, არაჩვეულებრივი სტილის და ძალიან დახვეწილი მონაცემების მქონე. ის გოლდჰავკ როუდზე, სილამაზის სალონსა და კლინიკას შორის მდებარეობს. ყველა სართულზე პარკეტის იატაკი აქვს. სახლს ასევე გააჩნია ტერასა, რომელიც სავსეა სხვადასხვა მცენარეებით და საიდანაც ქალაქის ლამაზი ხედი მოჩანს.


სახლის ყველა სართულს სიმაღლე და სიგანე განსხვავებული აქვს. გააჩნია ორი საძინებელი, ორი მისაღები და აბაზანა. ჯამში მისი ფართობი 96 კვადრატული მეტრია. ერთი კვადრატული მეტრის ფასი ჩვენს ფულზე 45, 125 ლარი გამოდის.


ამრიგად, სახლის შესაძენად საშუალო ქართველ დაქირავებულს დაახლოებით 350 წლის მანძილზე მოუწევს შრომა, ისიც იმ შემთხვევაში, თუ არაფერს შეჭამს, არაფერს დალევს და არც იმოგზაურებს. ჰოდა, ჩვენში დარჩეს და ვის რაში სჭირდება ლონდონის ყველაზე ვიწრო სახლი 350 წლის შემდეგ? ტყუილი ნერვების წიწკვნა და წვალებაა. მითუმეტეს, რომ ბრიტანეთი აღარ არის ევროკავშირის წევრი, ხოლო საქართველო წევრობის განაცხადს 2024 წელს აკეთებს.



ქალაქი

0
58
შეფასება არ არის
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
58
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0