Quiz მითები და სიმართლე საბჭოთა წარსულიდან-გამოიცანით კითხვარი 2021, 9 თებერვალი, 11:48 ![]() ქვემოთ მოცემულ კითხვარში 12 კითხვაა, სულ ორი პასუხით:მართალი ან ტყუილი, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. P.S-ქვიზის შემდეგ გაეცნობით ყველა კითხვის განმარტებას 1-დიახ, სსრკ სისხლის სამართლის 154 მუხლის მიხედვით მზესუმზირის გაყიდვაც (სპეკულაცია)2 -იდან 7 წლამდე ციხეს ითვალისწინებდა..თუმცა უფრო ფორმალური იყო, მზესუმზირის გაყიდვისთვის არც არავინ ჩასვამდა ციხეში..უფრო მსხვილ "ღლავებს" დასდევდნენ. 2-დიახ საკუთარი საქმის(ბიზნესის) წამოწყება სსრკ-ში აკრძალული იყო 1980-იანი წლების ბოლომდე, "პერესტროიკის" დროს დაიშვა კერძო ბიზნესი-ე.წ. კოოპერატივების გახსნა. 3-ჰომოსექსუალები სტალინის დროს უფრო მკაცრად ისჯებოდნენ-მამათმავლობა ციხეს ითვალისწინებდა. 4-ეს სრული სიმართლეა, "უმუშევარობა -მუქთახორობაზე" და " გაურკვეველ საქმიანობაში მყოფი პირებს". ”პასუხისგებაში აძლევდნენ, "მინიმუმ ორკვირიანი იძულებითი შრომა. 5-ეს ჭორია და ფეიკი ინფორმაცია, არავითარი მსგავსი კანონი არ მიუღიათ ბოლშევიკებს. 6-1948 წელს სტალინი ცდილობდა "თავის კაცი" გაეყვანა აშშ-ს საპერეზიდენტი არჩევნებში, ეს იყო ჰენრი უოლესი, აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტი 1940-1944 წლებში, რომელიც 1944 წლის მაისში ვიზიტით იმყოფებოდა სსრკ-ში, 1946 წლის 12 სექტემბერს მედისონ -სკვერ გარდენში უოლესი სიტყვით გამოვიდა 20 ადამიანის წინაშე, სადაც აღნიშნა, რომ აშშ-ს და სსრკ-ს შორის უნდა დამთავრდეს დაპირისპირება და აგრეთვე აშშ-მ უარი თქვას აღმოსავლეთ ევროპაზე, 8 დღის შემდეგ ტრუმენმა უოლესი აიძულა თანამდებობდა დაეტოვებინა. საპრეზიდენტო არჩევნებში უოლესმა მხოლოდ ხმების 2, 36% აიღო და მეოთხე ადგილი დაიკავა. 7-სტალინმა სიკვდილით დასჯა მართლაც გააუქმა, მიზეზი-მეორე მსოფლიო ომში ისედაც დიდი მსხვერპლი ნახა ქვეყანამ და "ამ სიტუაციაში საბჭოთა მთავრობა მიიჩნევს, რომ მშვიდობიან პერიოდში სახელმწიფოს მიერ სიკვდილით დასჯა კარგავს საჭიროობას"...თუმცა კანონი მხოლოდ 1950 წლამდე მოქმედებდა. 8-რიგით მოქალაქეს ეკლესიაში შესვლას არავინ უკრძალავდა, პრობლემები ექმნებოდათ უფრო პარტმუშაკებს, ანუ ოფიციალურ ჩინოვნიკებს, რომლებსაც სხვადასხვა სანქციებით ემუქრებოდნენ(სამსახურიდან დათხოვა ან ჩამოქვეითება, პრემიის გაუქმება და ა.შ) 9-მართალია, თუმცა 1926 წელს ოდნავ შეიცვალა კანონი და მხოლოდ პირველად დაფეხმძიმებულ ქალებს ეკრძალებოდათ აბორტი. 10-1986 წლიდან აიკრძალა მხოლოდ მოკლე რეისებზე, ხოლო მთლიანად მოწევა სხვადასხვა რესპუბლიკებში მხოლოდ სსრკ-ს დაშლიდან კარგა ხნის შემდეგ-2000-იან წლებში აიკრძალა. 11-სსრკ-ში მართალია აზარტული თამაშები(ფულზე) აკრძალული იყო, თუმცა იყო გამონაკლისი- დოღი-ერთადერთი სპორტის სახეობა სადაც ოფიციალურად ნებადართული იყო ფსონების დადება, სხვათა შორის ბრეჟნევს უყვარდა თამაში და ხშირად დადიოდა იპოდრომზე, თუმცა მოწმეების თქმით, მუდამ აგებდა. 12-20-დან 45 წლამდე ყველა უშვილო სუბიექტს ხელფასიდან ეჭრებოდა ხელფასის 5% იხილეთ ასევესაავტომობილო ინდუსტრია, როგორც მანქანათმშენებლობის განხრა, საფრანგეთში და გერმანიაში XIX საუკუნის 80 - 90-იან წლებში წარმოიშვა, ხოლო მე -19 საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში ინგლისში, ავსტრია-უნგრეთში, იტალიაში, აშშ-ში, ბელგიაში, კანადაში, შვეიცარიაში, შვედეთში. 1930-იან წლებში სსრკ-ში შეიქმნა სამრეწველო-ინდუსტრიალური ავტომშენებლ... ქართულ კინომატოგრაფიას 82 წლის ასაკში გამოაკლდა ერთ-ერთი დიდი რეჟისორი გიორგი შენგელაია. შენგელაია ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ავადმყოფობდა. იგი ავტორია ისეთი საყოველთაოდ პოპულარული ფილმებისა, როგორებიცაა "ფიროსმანი", "ვერის უბნის მელოდიები", "სიყვარული ყველას უნდა", "ხარება და გოგია" და სხვა. გიორგი შენგელაია ერთ-ერთი ის იშვიათ... არის მრეწველობის თუ სოფლის მეურნების დარგები, სადაც მსოფლიო ლიდერობა ტრადიციულად კონკრეტულ ქვეყანას აქვს ჩაგდებული, თუმცა ახალ ათასწლეულში ზოგიერთ დარგში მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, ზოგმა ქვეყანამ დათმო ლიდერის პოზიციები, ზოგი კი კვლავ მყარად ინარჩუნებს პირველ ადგილს, არის დარგები, სადაც ორი ან რამდენიმე ქვეყანა იბრძვის პირველობისთვის, მაგალითად:... ქვემოთ გაეცნობით QUIZ-ს "რომელ ქვეყანაში გამოიგონეს?"10 კითხვით და სამი სავარაუდო პასუხით, ვფიქრობ ტესტი საკმაოდ ადვილია, ზოგიერთი კითხვა სასკოლო პროგრამიდანაც კი უნდა გახსოვდეთ, გაერთეთ და გაუზიარეთ მეგობრებს. QUIZ-ის შემდგომ გაეცნობით სწორი პასუხების განმარტებას. 1)კომპასი გამოიგონეს ჩინეთში სუნის დინასტიის... ქვემოთ წარმოდგენილ ვიქტორინა საკმაოდ მრავალფეროვანია, შეხვდებით ყველა დროის და თითქმის ყველა ჟანრის ცნობილ სიმღერა-ჰიტს, რომელიც არა თუ მელომანისთვის, არამედ ყველა მსმენელისთვის წესით ნაცნობი უნდა იყოს. Quiz-ში 17 კითხვააა წარმოდგენილი და სამი სავარაუდო პასუხია.თქვენ უნდა გამოიცნოთ ვინ ასრულებს სიმღერას(შენიშვნა: რა თქმა უნდა ნაგულისხმებია პირველი შემსრულებელ... 1182 4-ს მოსწონს |
აი დოღი კი ვერ მოვიფიქრე, ტოტალიზატორი და სსრკ იმდენად შეუთავსებელი ცნებები იყო.