Quiz რამდენად კარგად გახსოვთ მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირები? 2022, 25 ნოემბერი, 13:23 ![]() ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდები სამი წლის განმავლობაში (ევროპაში თითქმის ორი წელი) მიმდინარეობს. ტურნირის ფინალურ ფაზაში, მასპინძელი ქვეყნის სტადიონებზე, დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში 32 ეროვნული გუნდი ეჯიბრება ერთმანეთს. დღეს ყატარში რიგით 22-ე მსოფლიო ჩემპიონატი იმართება, აქამდე მხოლოდ რვა ქვეყანამ შეძლო მსოფლიო თასის მოპოვება. ამჟამად ლიდერობს ბრაზილია, რომელიც ტურნირის ხუთგზის გამარჯვებულია, მას მოჰყვებიან იტალია და გერმანია ოთხ-ოთი გამარჯვებით. ორჯერ გაიმარჯვა ურუგვაიმ, არგენტინამ და საფრანგეთმა, ხოლო თითო გამარჯვება აქვთ ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებებს. მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატს ყველაზე მეტი გულშემატკივარი ჰყავს მსოფლიოში, 2006 წლის ჩემპიონატის ფინალურ მატჩს დაახლოებით 715, 1 მილიონი ადამიანი ადევნებდა თვალყურს ტელევიზიით. დღევანდელ ქვიზში, რომელსაც ქვემოთ შემოგთავაზებს, უნდა გაიხსენოთ სხვადასხვა წლების მსოფლიო ჩემპიონატის ბომბარდირები, იყო რამდენჯერმე შემთხვევა, როდესაც ჩემპიონატზე ერთბაშად რამდენიმემ გაიტანა თანაბარი რაოდენობის გოლები, თუმცა დღევანდელ კითხვარში მხოლოდ ის ფეხბურთელები იქნებიან წარმოდგენილი, რომლებიც ერთპიროვნულად გახდნენ ბომბარდირები, ქვიზში 11 კითხვაა, სამი სავარაუდო პასუხით, გაერთეთ, შეამოწმეთ თქვენი მახსოვრობა და გაუზიარეთ მეგობრებს.
284 2-ს მოსწონს
|