საზოგადოება გულდაწყვეტილი თემურ წიკლაურის დღემდე უცნობი ისტორია 2021, 8 თებერვალი, 22:34
ამ კადრების ამბავი მინდა მოგიყვეთ და ის ამბავი გაგანდოთ, რაზეც არასოდეს, არსად, არავისთან მე და თემოს არ გვისაუბრია... ახლა უბრალოდ ვთვლი, რომ იმ გულისწყვეტის შესახებ გიამბოთ, რაც ამ დროს, მე და თემოს ორივეს დაგვეუფლა...
ოკუპანტების მიერ ნაწამები არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ორიოდ დღის გადმოსვენებული იყო თავის სოფელში, შანსი არ იყო მე ამ ბიჭის ხსოვნისთვის ბევრი მიზეზის გამო, პატივი არ მიმეგო და უკანასკნელი სამძიმარი არ მეთქვა მისი ოჯახისთვის. თემოს გადავურეკე და ვეუბნები
- თემო, აჩიკო ტატუნაშვილი გადმოასვენეს ცხინვალიდან და უნდა წავიდეთ, პატივი მივაგოთ ამ ბიჭის ხსოვნას და რომელ საათზე გეცლება, გამოგივლი-თქო
- მანქანის ხელოსანთან ვარ ბესო, ბელიაშვილზე, აქ გამოდი, უკვე მორჩება „ხადავოის“ გაკეთებას და აქედანვე წავიდეთო - არც კი უკითხავს სად მივდიოდით, ასე მოკლედ და პირდაპირ დამთანხმდა. გგონიათ გამიკვირდა? არცერთი წამით..! მე და თემოს ბევრჯერ გვისაუბრია ქართველ გმირებზე, ქართველ მეომრებზე, ომზე, აფხაზეთზე, ცხინვალზე, თემო ყოველთვის და ყველგან ხმამაღლა ამბობდა ხოლმე სადაც კი ამის საჭიროება იყო ჩემს შესახებ და ყველას ეუბნებოდა - ეს, კაცი 18 წლისა აფხაზეთის ომში იბრძოდა, ამ ქვეყანას იცავდა და უნდა იცოდეთ, პატივისცემა ქართველი მეომრებისო. მცხეთასთან ახლოს, ტატუნაშვილის მშობლიურ სოფელ წილკანში ნახევარ საათში ჩავედით, უბანში, აჩიკოს სახლის ჩიხის გადასახვევთან ჟურნალისტების და ოპერატორების დიდი გუნდი შეკრებილიყო. მანქანა ჩიხის თავში გავაჩერეთ და გეზი პირდაპირ აჩიკოს სახლისკენ ავიღეთ, ოჯახში შევედით და წესისამებრ მივუსამძიმრეთ აჩიკოს მშობლებს, არავინ ელოდა იქ ჩვენს გამოჩენას, არასოდეს დამავიწყდება აჩიკოს მამის აცრემლებული თვალები და ვაჟკაცური ჩახუტება დიდი ადამიანის მხრიდან გამოხატული სამძიმარისა, მისი შვილის დასაფასებლად.... გამოვედით სახლიდან და ჩიხის დასაწყისისკენ დავიძარით, სადაც მანქანა დავაყენეთ. თავში, რომ შექუჩებული ჟურნალისტები და ოპერატორები ვახსენე, მათ უკვე თითქმის ყველა პოლიტიკოსი ყავდათ ჩაწერილი, რომლებიც დანაღვნიალებული, „თვალცრემლიანი“ სახით და მჭერმეტყველური სახით ეფერებოდნენ საქართველოს მეომარს, ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით საუბროდნენ კამერის წინ და შემდეგ თავიანთ მდიდრულ მანქანებში სხდებოდნენ და... მორჩა, ჰაიდა... სულ ეს იყო... - თემო, ალბათ ახლა გაგავაჩერებენ და კომენტარს გაგაკეთებინებენ ჟურნალისტები და უარი არ უნდა უთხრა ხომ იცი, - გვერდულად გადავულაპარაკე თემოს, რადგან მე როგორც ჟურნალისტიკაში ჭიპმოჭრილს, 100% დარწმუნებული ვიყავი რომ ნებისმიერი არხის ჟურნალისტისთვის საოცარი მასალა იქნებოდა თემურ წიკლაურის ნაღდი და გულწრფელი აზრი, საქართველოს მეომარზე და პატრიოტზე. - (გაეღიმა) კი კაცო, ვეტყვი საქართველოს სამძიმარს, აუცილებლად, - მიპასუხა და თან ვუახლოვდებოდით ჩემი კოლეგების (?) სკას. (ტვ რუსთავი 2“-ს ოპერატორის კადრებში, სწორედ ამ დროს მოვხვდით შემთხვევით) ისე ჩავუარეთ, ისე გავცდით, ისე უყველაფროდ, ისე ჩუმად, ისე გაოგნებულად... რომ პირადად მე შემრცხვა ჩემი კოლეგების (?) მაგივრად, რომ მათ - პოლიტიკანების აზრი უფრო აინტერესებდათ საქართველოს პატრიოტზე, ვიდრე დიდი ქართველი ადამიანის - თემურ წიკლაურისა. მათ თემოსთვის არც კი უთქვამთ - ბ-ნო თემურ თუ შეიძლება ჩაგწერთ, კომენტარი მოგვეცითო! შინაგანი გულისწყვეტა ვიგრძენი, თავი დამნაშავე მე მეგონა, მე შემრცხვა მათ გამო და თითქოს არაფერი, თითქოს რა - ჟურნალისტებს არ დააინტერესათ თემურ წიკლაური რას იტყოდა საქართველოს ეროვნულ გმირზე და პოლიტიკანების აზრი უფრო საინტერესო იყო ალბათ ქართველი ხალხისთვის.... ხოდა... ჩუმად მივედით მანქანასთან, თემოს შევხედე თვალებში, გაიღიმა, თავისი როხროხა ხმით გაიცინა და - ეგ არაფერი ბესარიონ, ეტყობა ჩვენი აზრი ხალხისთვის არაა საინტერესო და რას ვიზავთო... ... არ იტყობდა, მაგრამ მე ხომ შევატყვე, რომ გული დასწყდა, არ ელოდა, ვერ წარმოედგინა... მეც გული დამწყდა და თუ რომელიმე ვერ მიხვდით რა დავწერე, რაზე დამწყდა გული ან მე ან თემოს, მაშინ გადადით სხვა პოსტებზე, ან ჩართეთ რომელიმე საინფორმაციო არხი და უსმინეთ საქართველოზე შეყვარებული პოლიტიკოსების მჭერმეტყველებებს... 552 1-ს მოსწონს
|