x
image
ლანა92
ქათმის მწვადი ბრინჯისა და ბოსტნეულის გარნირით - კერძი, რომელიც პირში დნება
image




ინგრედიენტები:

ქათმის ფილე - 2 ცალი;

კეფირი - 2 სუფრი კოვზი;


ბრინჯი - 1 ჭიქა (180 გრამი);

ყაბაყი - 1ცალი;

ტკბილი (ბულგარული) წიწაკა - 1 ცალი;

პომიდორი - 2 ცალი;

ხახვი - 1 ბოლქვი;

მცენარეული ზეთი - 3 სუფრის კოვზი;

დაფქული წიწაკა - 1/2 ჩაის კოვზი;

ხმელი ნიორი - 1/2 ჩაის კოვზი, ან ახალი ნიორი - 2 კბილი;

მარილი - გემოვნებით;

წყალი - 2 ჭიქა (400 მლ.);



მომზადება:

ქათმის ფილე დაჭერით პატარა ნაჭრებად. დაუმატეთ კეფირი, წიწაკა, 1 ჩაის კოვზი მარილი და ხმელი ნიორი (ან დანაყილი 2 კბილი ნიორი), ცოტა მცენარეული ზეთიც და აურიეთ მასა ერთმანეთში. 20-30 წუთი აცალეთ.

ამასობაში კუბიკებად დაჭრილი ხახვი მოშუშეთ ნაზად მცენარეულ ზეთში ისე, რომ ოქროსფერი შეფერილობა მიიღოს.

ღუმელში ტაფაზე მოთუშულ ხახვს დააყარეთ წვრილად, კუბებად დაჭრილი ყაბაყი, პომიდორი და ბულგარული წიწაკა. თუშეთ მაღალ ცეცხლზე რამდენიმე წუთის განმავლობაში.

მასას ტაფაზე დაამატეთ გარეცხილი ბრინჯი. ურიეთ რამდენიმე წუთის განმავლობაში, რათა ბრინჯი გაჯერდეს ყველა არომატით.

მოაყარეთ მარილი.

დაასხით 2 ჭიქა წყალი და აადუღეთ, მოხარშეთ გარნირი.

ჩართეთ ღუმელი და გააცხელეთ 180 გრადუსამდე.

ტაფას დააფარეთ ფოლგის (საცხობი) ქაღალდი. ფოლგას გაუკეთეთ ნასვრეტები. ქათმის ნაჭრები წამოაცვით შამფურებზე და მწყობრად დადეთ ფოლგის ქაღალდზე.

შეწვით ქათმის მწვადები, ასევე, ბრინჯი ბოსტნეულთან ერთად ღუმელში 180 გრადუსზე, 40 წუთის განმავლობაში.

გადმოიტანეთ მწვადები ლანგარზე, ან დიდ თეფშზე, ერთ მხარეს შემოუწყვეთ ბრინჯისა და ბოსტნეულის გარნირი და გემრიელად მიირთვით!


0
48
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
48
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0