სხვა 9 დაუჯერებელი ადამიანი, რომლებიც გვახსენებენ, რომ შეუძლებელი არაფერია 2021, 7 თებერვალი, 6:08 ზოგადად, ადამიანის სხეულის ფიზიკური და შემეცნებითი შესაძლებლობები ძალიან შეზღუდულია. მაგრამ ფსიქოლოგები თვლიან, რომ ამ საზღვრებს მხოლოდ ჩვენი ტვინი აკონტროლებს.
ადამიანები, რომლებიც ასეთ ზღვარს გადალახავენ, ცოცხალი დასტური იქნებიან იმისა, რომ შეზღუდვები სხვა არაფერია თუ არა ილუზია.
1. ჯოშ სუნდვისტი ფეხის დაკარგვის შემდეგ გახდა პარაოლიმპიელიამ ტიტულს მან დაუღალავი ვარჯიშების შედეგად მიაღწია. ფეხი 10 წლის ასაკში დაკარგა ძვლის კიბოს იშვიათი ფორმის გამო, რომელიც ექიმებმა მალევე 13 წლის ასაკში განკურნეს. 3 წლის შემდეგ მან დაიწყო სათხილამურო ტრენინგი. 6 წლიანი ვარჯიშის შემდეგ, იგი გახდა აშშ-ის პარაოლიმპიური სათხილამურო გუნდის წევრი. დღეს კი ის ცნობილი სამოტივაციო სპიკერი და ბესტსელერი ავტორია.
2. ჯეისონ პადჯეტი თავის ტვინის ტრავმის შემდეგ მათემატიკის გენიოსი გახდამას შემდეგ, რაც ჯეისონ პადჯეტს სასტიკად სცემეს, მძიმე დაზიანებები და თავის ტვინის შერყევა მიიღო, რის შემდეგაც დაიწყო სამყაროს სხვაგვარი აღქმა, თითქოს გეომეტრიის ობიექტივიდან ხედავდა ყვალაფერს. ტრავმამდე ის ავეჯის გამყიდველი იყო. ტრავმის შემდეგ მან მოიპოვა რთული მათემატიკური ობიექტებისა და ფიზიკის ცნებების ვიზუალიზაციის უნარი. მეცნიერთა აზრით, ჯეისონი იშვიათი შეძენილი სავანტის სინდრომის მაგალითია, ეაც იმას ნიშნავს, რომ ნორმალური ადამიანები მძიმე დაავადების, ან დაზიანების შემდეგ, იღებენ არანორმალურ შესაძლებლობებს. 4. რაინჰოლდ მესნერი იყო პირველი ადამიანი, ვინც ევერესტზე ზედმეტი ჟანგბადის გარეშე ავიდაის იყო პირველი ადამიანი, ვინც 8000 მეტრზე დამატებითი ჟანგბადის გარეშე ავიდა. ექიმებმა და სპეციალისტებმა შეუძლოდ მიიჩნიეს ევერესტზე დამატებითი ჟანგბადის გარეშე ასვლა, რადგან სისხლს არ შეუძლია ასეთ სიმაღლეზე მოძრაობა. თუმცა რაინჰოლდმა ნამდვილად შეძლო და გააცა ყველა. გარდა ამისა მენსერი კიდევ ერთი რეკორსმენია - პირველ მწვერვალს 5 წლის ასაკში მიაღწია. 4. იურე რობიკი არის 3000-კილომეტრიანი ველოსიპედის შეჯიბრის 5-ჯერ გამარჯვებულიეს სლოვენიელი ველოსიპედისტი რეკორდსმენია 834, 77 კმ-ის უწყვეტი გავლით და ცნობილია თავისი უკიდურესი ამტანობით (ერთკვირიანი რბოლაში ღამის საათებში მხოლოდ ერთი საათი სძინავს). მეცნიერთა აზრით, ამ ულტრა გამძლეობის საიდუმლო იმაშია, რომ იურმა უგულებელყო საკუთარი ტვინის შეტყობინებები დაღლილობის შესახებ. 5. ჰერბერტ ნიჩმა 253 მეტრ სიღრმეზე ჩაყვინთაავსტრიელმა მყვინთავმა ჰერბერტ ნიჩმა შთამბეჭდავი 33 მსოფლიო რეკორდი დაამყარა თავისუფლების მყვინთავებს შორის. ყველაზე განსაცვიფრებელი იყო მისი ჩაყვინთვა 253, 2 მეტრზე. ამ ჩაყვინთვის დროს, მას დროებით დაეძინა აზოტის ნარკოტიკის გამო და გამოტოვა დაგეგმილი დეკომპრესიის გაჩერება. შედეგად, მან განიცადა მძიმე დეკომპრესიული დაავადება. რამდენიმე წლის შემდეგ, ჰერბერტი ვარჯიშობს და კვლავ აგრძელებს იგივე საქმიანობას. 6. ჩულ სუნი 56 კილოდან "აზიურ არნოლდად" იქცაჩულ სუნი სანამ "აზიური შვარცნეგერი" გახდებოდა 56 კგ-ს იწონიდა, რის გამოც ხშირად დასცინოდნენ კიდეც. მან გადაწყვიტა შეეცვალა ასეთი დამოკიდებულება და დაიწყო ვარჯიში. მალე კი ის გახდა ყველაზე ცნობილი კორეელი ბოდიბილდერი. 7. რენდი გარდნერმა 11 დღე დაუძინებლად გაატარა1964 წელს 17 წლის რენდი გარდნერი 11 დღისა და 25 წუთის განმავლობაში ფხიზლობდა სამეცნიერო ექსპერიმენტისთვის. ამ დროის განმავლობაში კონტროლდებოდა მისი შემეცნებითი, სენსორული და ფიზიკური შესაძლებლობები. ექსპერიმენტის ბოლო დღეს, გარდნერმა მონაწილეობა მიიღო პრესკონფერენციაშიც კი და ერთი სიტყვაც არ შეშლია. 8. დოქტორ კაციულისს აქვს ყველაზე მაღალი 198 IQ მსოფლიოშიევანგელოზ კაციული არის ბერძენი ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი და მსოფლიო სადაზვერვო ქსელის დამფუძნებელი, რომელიც მაღალი ინტელექტის მქონე საზოგადოებაა, სადაც IQ ტესტის საშუალო ქულა 100-ია. ადამიანთა უმეტესობის IQ 85-დან 114-მდეა. ევანგელოზოს IQ კი - 198 ქულაა. ევანგელოსის თქმით, მას სჯერა ადამიანის გონების ძალის და იმედოვნებს, რომ ხელს შეუწყობს, ადამიანების პროდუქტიულობის მაქსიმალურ გამოვლენას. 9. Concetta Antico ხედავს 100x მეტ ფერს, ვიდრე საშუალო ადამიანიტეტრაქრომაცია არის მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია გენის ვარიაციით, რომელიც გავლენას ახდენს ბადურის განვითარებაზე. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის თვალმა შეიძლება აღიქვას მაქსიმუმ ერთი მილიონი ფერი, კონჩეტას შეუძლია 100 მილიონამდე ფერის გარჩევა. ითვლება, რომ მსოფლიოს მოსახლეობის დაახლოებით 1%-ია მხოლოდ ტეტრაქრომატული. კონჩეტა ანტიკო მხატვარია. მას აქვს საკუთარი გალერეა სან-დიეგოში, კალიფორნია, სადაც ქმნის ენერგიულ და ფერად ნახატებს. იგი ასევე იმედოვნებს, რომ შეიმუშავებს სასწავლო სისტემას, რომლითაც ყველა ტეტრაქრომატს შეეძლება გააცნობიეროს თავისი პოტენციალი. 1279 2-ს მოსწონს
|