საზოგადოება დიზაინერ გიორგი მასხულიას ჟურნალისტის ცემისთვის 2000 ლარიანი გირაო შეეფარდა 2021, 6 თებერვალი, 9:40 4 დეკემბერს გორის რაიონულმა სასამართლომ დიზაინერ გიორგი მასხულიას ტელეწამყვან ნინო ადამაშვილის სავარაუდო ცემის ფაქტზე 2000-ლარიანი წინასწარი გირაო შეუფარდა. საქმე ეხება გორის ფეშენ ვიქზე მომხდარ სკანდალს. სასამართლოს გადაწყვეტილება მათი ხელახალი დაპირისპირების მიზეზი გახდა. სკანდალური დაპირისპირება რეგიონ ფეშენ ვიკზე რამდენიმე თვის წინ მოხდა, როდესაც კონკურსი რობერტო მავანის გამოჩენის გამო ჩაიშალა. ამას წინ უძღვოდა ტრაგედია, კონკურსამდე რამდენიმე საათით ადრე დეკორაციების ტრანსპორტირების დროს ადგილობრივი მუშა ტრაგიკულად დაიღუპა, რამაც კონკურსის მიმდინარეობა კიდევ უფრო დაძაბა. დაპირისპირების დროს ცუდად გახდნენ კონკურსის ორგანიზატორები. იყო შეხლა-შემოხლაც. გიორგი მასხულია და ნინო ადამაშვილი ერთმანეთს განსაკუთრებულად დაუპირისპირდნენ. .
მასხულიამ დაწერა: “ჩემს კარიერაში ყველაზე დიდი ლაქა არის ნინო ადამაშვილი, სოსო კავკავაშვილი, გურამ არუთინაშვილი. წლებია, მებრძვიან… ნინო ადამაშვილმა ჩემზე დაწერა, ნაშვილებიაო, რაც მე არ ვიცოდი და ჩემთვის ეს მოულოდნელი იყო. მტერსაც კი არ გავიმეტებ ასეთი რამისთვის, რომ მისი ოჯახის საიდუმლოება საჯაროდ გავავრცელო, მაგრამ ნინო ადამაშვილმა ეს ბოროტიზმით და განზრახ გააკეთა, რაზეც პროკურატურაშია აღძრული საქმე და ის უმკაცრესად დაისჯება…
. რაც შეხება გორის დაუსრულებელ თემას, სოსო კავკავაშვილს ჩამოუყვანა მავანი ნინო ადამაშვილმა! ერთ ტელევიზიაში მუშაობენ დღემდე “პოსტივში”, ყველაფერი იყო გათვლილი და დადგმული. ჩემზე გადატყდა ჯოხი, ეს მომიწყვეს, უნდოდათ ჩემი ციხეში ჩასმა და კარიერული წინსვლის დასამარება”. . მასხულიას ამ პოსტს “ლიდერ ტვ”-ის ჟურნალისტი, გურამ არუთინაშვილი გამოეხმაურა: . “არ გრცხვენია, გიორგი მასხულია, ამას როგორ ამბობ? დაგავიწყდა, შენს ხუშტურებზე ყველა რეგიონში რომ მოგყვებოდა LIDER TV? სირცხვილი ხარ მართლა, მთელი საქართველო გიცნობს, რა ხარ და ვინ ხარ… ძალიან ბევრი ადამიანი ვიცი შენგან წასული შენი ხუშტურების გამო. ძალიან დამღალე. რაც შენთვის გამიკეთებია, ვარამი იყოს შენთვის… მთელმა საქართველომ იცის, ვინაა მასხულია და ვინაა არუთინაშვილი. ყველა ტელევიზიამ დაგბლოკა, დაიბლოკე ჩვენთანაც. შეგიძლია შექმნა ორღობე ტვ და ატარო ყველგან”. . Region Fashion Week-ის დირექტორი, სოსო კავკავაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და დიზაინერ გიორგი მასხულიას პასუხობს: "ამ სოფლის ორღობეს დაავიწყდაა სტატიების დადებას რომ მთხოვდა და მეხვეწებოდა ნიუსები დამიდეო ჩემს მიერ რედაქტორობით მართულ საინფორმაციო სააგენტოებზე თუ სქრინები დავუდო? როგორ უნდა ვიყო მისი კარიერის ლაქა სად აქვს კარიერა ყველა ტელევიზიიაში დაბლოკილია და მე კი მეცოდებოდა და სტატიებს ვუდებდი. მათ შორის ნინო ადამაშვილის გადაცემაზეც მთხოვდა თავისი კონკურსის გამარჯვებულის მიყვანას. მაშინ ოქრო და ბაჯაღლო ვიყავი და ეხლა ლაქა ვარ? ნუ რა უნდა მოკითხო ადამიანს, რომელსაც სამი კლასის განათლება არ აქვს, მაგის რა უნდა შემშურდეს ლილოს და სენაკის არ შემდგარი დიზაინერის... დაოკდი შვილო დაოკდი ... პ.ს. ხო და გირაოს თანხას მე მთხოვდა გადამიხადეოო... რადგან შენ რობერტო მავანს შეურიგდიო ამ მოტივით ... შენს პროექტზე მომივიდა ჩხუბი თორემ მე და ნინო მანამდე მეგობრები ვიყავითო... სასაცილო ხარ..." – წერს კავკავაშვილი . მასხულია სოსო კავკავაშვილსაც პასუხობს და წერს, რომ თუ ის ლილოს დიზაინერია, მაშინ სოსომ დაუბრუნოს მის მიერ ნაჩუქარი პალტო: . ‘’სოსომ მნიშვნელობაც არ იცის ფეშენ ვიკის, მე მეკითხებოდა ყოველთვის. გორში რომ ჩაატარა ''ფეშენ ვიკი'', სამი დღის განმავლობაში ვეხმარებოდი. მე უბრალოდ დავიცავი ეგ ადამიანი და შევცდი, ძალიან შევცდი. მოულოდნელად, ნინო ადამაშვილის მხარი დაიჭირა და ძალიან გამიკვირდა, გაოცებული დავრჩი. ადამიანს რა შეხედულებები და რა დონეც აქვს ისეთია თვითონაც. გურამმა რა უნდა დაწეროს ჩემზე, მე რომ ტელე-ეკრანზე გამოვდიოდი, გურამი სოფელში იჯდა და კონფუჯით მიყურებდა. მასხარა არ ვარ, რომ მასხარობით ვიპიარო თავი. სოსოს რაც შეეხება, ჰარვარდის უნივერსიტეტში ვსწავლობდი თურქეთის ფილიალშიო იძახის, ჯერ ის გაიგოს, რომ ჰარვარდი თურქეთში არ არის და მისგან განსხვავებით დიპლომი მე ნამდვად მაქვს. სოსო ვერასდროს ვერ მიტანდა, ამას ბევრი მიზეზი აქვს. მე მისგან განსხვავებით ვიცი მეგობრობა და ამიტომ დავიცავი მაშინ. ნინო, სოსო და გურამი კარგი ტრიოა, უხდებიან ერთმანეთს. რაც შეეხება გირაოს... სოსო გირაოს ვერ გადაიხდის, 2000 ლარს სოსო ერთ წელშიც ვერ იშოვის ისე აქვს ჩაგდებული და გაბანძებული პროექტები, მე 2000 ლარიანს მარტო სუნამოს ვხმარობ. მთავარია ადამიანს ადამიანობა გააჩნდეს. მე თუ ლილოს დიზაინერი ვარ, ჩემი ნაჩუქარი პალტოები გაიხადოს და აღარ იაროს. . სოსოსთვის სტატიის დადება არსდროს არ მითხოვია, უბრალოდ ვეუბნებოდი, რომ ჩემი პროექტები გაეშუქებინა. მათ ანტიპიარი გააკეთეს ანაკლიაში და მას შემდეგ აღარ დამიპატიჟია ჩემს საღამოებზე და იქიდან დაიბოღმნენ. ჩემ კონკურსებს არ გავაბანძებინებ არავის. ათმა ცნობილმა ადამიანმა დამირეკა და მითხრა ‘’თუ გურამი და სოსო ამ ღონისძიებაზე იქნეიან ჩვენ არ მოვალთ’’ იმიტომ, რომ ესენი არ არიან იმ რანგის ადამიანები რომლებიც იქ უნა იყვნენ სადაც ჩვენ ვართ. მე თუ სოფლელი და ორღობე ვარ, მეამაყება ძალიან იმიტომ, რომ რამდენიმე წელში საქართველოს პოპულარულ კონკურსებს ჩავუდექი სათავეში და 15 ქვეყანაში ვატარებ კონკურსებს, ამიტომ, მათ განცხადებებს ყურადღებას არ ვაქცევ. , გურამმა თვითნ მითხრა ანკლიის ''ფეშენ ვიკი'' უნდა გავაშუქოო, ბევრჯერ მიმიწვია გადაცემაში და არ მივედი. ანაკლიაში რომ ჩამოვიდა სასტუმროს ფული არ ჰქონდა, მე დავუფინანსე სამი დღე სასტუმრო, შემეცოდა ქუჩაში რომ არ დარჩენილიყო. გურამი ჩემთვის წარუმატებელი ცირკის მასხარაა, ადამანი რომელიც შემდგარი არ არის. , რაც შეეხება ნინოს, მან ჩემზე დაწერა ნაშვილებიაო. მისი საქმე პროკურატურაშია და რთულ ვითარებაშია. კანონის წინაშე აუცილებლად დაისჯება, სანამ დრო აქვს იცინოს, პასუხს აუილებლად აგებს კანონის წინაშე. 3-6 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.’’ - აცხადებს გიორგი მასხულია 136 შეფასება არ არის
|