x
image
თუთიკო ბერძენა
როგორ მოექცა ლავრენტი ბერია კაცს, რომელმაც განაცხადა: მეგობრის გასვენებაზე დასასწრებად სია არ მჭირდება, ამას ვერავინ დამიშლის
image



არაკაცებმაც იციან ღირსეული საქციელის ფასი!


როცა პაოლო იაშვილმა თავი მოიკლა, ბერიას დავალებით შედგა 30 კაციანი სია, თუ ვის შეეძლო დასწრებოდა მისი დაკრძალვის ცერემონიას. ამ სიაში, ცხადია, მხოლოდ ახლო ნათესავები იყვნენ აღნიშნული.


პაოლოს მეგობრებიდან მხოლოდ და მხოლოდ კოლაუ ნადირაძე მივიდა ჯიუტად. ეს კი ლამის თვითმკვლელობის ტოლფასი იყო - შეეძლოთ დაეხვრიტათ ამ საქციელისთვის.



როცა პროცესიასთან ახლოს მისვლა დააპირა, ჩეკისტი გადმოუხტა წინ - სიაში არ ხართ, არ შეიძლებაო.


კოლაუს პასუხი: "მეგობრის გასვენებაზე დასასწრებად სია არ მჭირდება, ამას ვერავინ დამიშლის!"


სწორედ კოლაუმ მონიშნა ღვინის ბოთლებით პაოლოს საფლავი და გადაარჩინა დაკარგვას.


ლავრენტი ბერიას მოახსენეს ეს ამბავი, უთქვამს:

- ყოჩაღ, კოლაუ! ხელი არ ახლოთ!



არაკაცებმა, მგონი კიდევ უკეთ იციან კაცობის ფასი

22
1813
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:თუთიკო ბერძენა
თუთიკო ბერძენა
1813
  
2021, 6 თებერვალი, 23:52
წვერიან და ანაფორიანთა ახლანდელ ბელადზეც არ დაგავიწყდეთ დიადი ისტორიების მოყოლა:)
2021, 6 თებერვალი, 23:49
კომენტარებში ისტორიები გაიხსენეს და სისულელეა,რადგან დაკარგული და სადაო მიწების უმეტესობა სწორედ სტალინბერიას დროს მოხდა. ერთი ამბები რო მიდის ეხლა გარეჯის ამბებზე,ყარაბაღის კონფლიქტზე,სამაჩაბლო და აფხაზეთის კომფლიქტები,ათათურქისთვის მიცემული მიწები,სომხებსაც ბევრი მისცეს და აზერბაიჯანსაც. რას მებნებით,რომ ბერიამ სომეხი მაღალჩინოსანი გაგორა ქართული მიწების გამო? ეგ სომეხი შეიძლება გაგორა,მარა ქართული მიწები არაფერ შუაში იქნებოდა. ასერომ გვეყო სსრკ პროპაგანდა და ლენსალბერის განდიდება,სირცხვილია უბრალოდ. მთელი ინტელექტუალური რესურსი გაჟლიტეს,მიწები დაუნაწილეს სხვებს,ომში 300000 ქართველი ჩახოცეს და ეს ომი ჩვენი არ იყო. 70 წელში ისეთი დაგვმართეს რო კიდევ კარგა ხანს ვერ გავსწორდებით წელში. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 30 წლის შემდეგაც კი ამაზე გვიწევს საუბარი და იმაზე კამათი რუსეთი მტერია თუ მოყვარე. ბერიაზე არა მამია ორახელაშვილზე,სერგო ორჯონიკიძეზე და სხვა "დიდ" ქართველ რუსების მონებზე წერეთ.
2021, 6 თებერვალი, 23:39
არსებობს ისტორია,რომელიც ბერიას და სტალინის დიალოგზეა და ეხება ილიას მკვლელობას. ამ დიალოგში სტალინი ამბობს "ილიას მხრებზე ისეთი ქონდა,რომ მსოფლიოს მართვა შეეძლო". არის ასეთი გადმოცემა,მაგრამ ტყუილია და ამ სტატიის არ იყოს,შეიძლება ვიღაცამ დაიჯეროს კიდეც. დიდი სოციალისტი და კომუნზიმის დიდი მოქადაგე,შეუძლებელი იყო პატივი ეცა თავადშვილისთვის,ვინც ლიბერალიზმს ქადაგებდა. ეგეთი გადმოცემების არ მჯერა და არც იმ ხალხის,ვინც პირველ პირში ყვება ესეთ ამბებს. თუ მოიძიებთ კიტოვანის ან იოსელიანის ისტორიას ზვიადთან დაპირისპირების შესახებ,შეიძლება ორივე უკეთილშობილეს პიროვნებად მოგეჩვენოთ. რაც აწყობთ და რაც სიტუაციაში სჭირდებათ იმას ამბობენ. ჩვეულებრივი პროპაგანდაა და ვიღაც პიროვნებების განდიდებაა მიზანი.
2021, 6 თებერვალი, 23:32
გეთანხმებით და დღესაც ბევრია ეგეთი ერშიც და ბერშიც. რაღაცეები შეცვალეს,დაამახინჯეს და სასურველი ამბები ჩაწერეს ისტორიაში. სტატიის ავტორს არ უთხრათ,ვინ და რატომ მოკლა ილია ან ვინ იყო შემკვეთი,თორე 1918-21 წლების საქართველოს მთავრობაზე შეეცვლება აზრი :)
2021, 6 თებერვალი, 21:56
სერგო გოგლიძე და შემდეგ ტექსტი
ცოტა ზემოთ......
2021, 4 თებერვალი, 20:51
კი ბატონო, ამიტომ მივანდოთ ისტორიას.
2021, 4 თებერვალი, 20:43
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2021, 4 თებერვალი, 18:32
ბერიას თავისი ცოდვებიც ეყოფა, მაგრამ ბევრი სიკეთეც აქვს გაკეთებული.
დღეს თბილისში, რომ გვაქვს საავიაციო ქარხანა მისი დამსახურებაა, ომის დროს ტაგანროგიდან მთელი ქარხნის ევაკუაცია მოახდინა, ომის მერე კი ტაგანროგში მისი უშუალო ბრძანებით ახალი ქარხანა ააშენეს ეს კი დარჩა.
აფხაზეთში ქართველების მასიური ჩასახლების ავტორიც ის იყო.
დასმენაზე გაწაფული ხალხი ასმენდა მეზობელს, ნათესავს და ოჯახის წევრს, თორემ მოსკოვში მყოფმა ბერიამ და სტალინმა რა იცოდნენ სადღაც გადაკარგულში მცხოვრებმა რა თქვა ან ერთზე და ან მეორეზე!
ციხე ყოველთვის შიგნიდან ტყდება, დღესაც უამრავია საქართველოში "სასახელო" მშობლების შვილები.
კგბ-ს მიერ გადაბირებულებიც ბლომად არიან ამიტომ არ აწყობთ ლუსტრაციის კანონის მიღება, განსაკუთრებით მიშას დროს ძმები ბერძენიშვილებმა გამოიჩინეს თავი ლუსტრაციის კანონის წინააღმდეგ ბრძოლით.
ისტორია ყველას მიუზღავს მის საზღაურს...
2021, 4 თებერვალი, 0:15
მადლობა ))))))))
2021, 3 თებერვალი, 23:55
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

წინა კომენტარების ნახვა
0 0 10