სიახლეები სათხილამურო ტრასა და საცალფეხო ბილიკი ქარხნის სახურავზე 2021, 3 თებერვალი, 4:23 კოპენჰაგენის ამაგერ ბაკე/Amager Bakke, (ამაგერის მთა, ან ამაგერის ციცაბო), არის ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მდებარეობს კოპენჰაგენში, ამაგერის კუნძულზე. მას ასევე კოპენჰილსაც უწოდებენ.
ის არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სუფთა ქარხანა, რომლის სახურავზე განთავსებულია სათხილამურო ტრასა და საფეხმავლო ბილიკი. ამ უნიკალური სპორტული "მთის" მოწყობით ქარხანა გადაქცეულია ნამდვილ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილად. მისი მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, დასრულდა 2017-ში და დაჯდა 670 მილიონი დოლარი. ეს კონსტრუქცია დააპროექტა ბიარკე ინგელსმა. ქარხანას შეუძლია საათში დაწვას 70 ტონა ნაგავი, აწარმოოს ცხელი წყალი და ენერგია - ქალაქის 120, 000 ოჯახისთვის. მისი ფილტრაციის სისტემა ხსნის მილების დაბინძურების შესაძლებლობას. თუ მომავალში განვითარდა და გავრცელდა მსგავსი სისტემები, ეს შეიძლება იყოს "ნაგვის დასასრული" მთელს მსოფლიოში. ბლოკის ფასადზე, ალუმინის აგურით მოწყობილია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელოვნური ასვლის კედელი. 143 შეფასება არ არის
|