x
image
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
სათხილამურო ტრასა და საცალფეხო ბილიკი ქარხნის სახურავზე
კოპენჰაგენის ამაგერ ბაკე/Amager Bakke, (ამაგერის მთა, ან ამაგერის ციცაბო), არის ნაგავგადამამუშავებელი ქარხანა, რომელიც მდებარეობს კოპენჰაგენში, ამაგერის კუნძულზე. მას ასევე კოპენჰილსაც უწოდებენ.



image



ის არის მსოფლიოში ყველაზე თანამედროვე სუფთა ქარხანა, რომლის სახურავზე განთავსებულია სათხილამურო ტრასა და საფეხმავლო ბილიკი. ამ უნიკალური სპორტული "მთის" მოწყობით ქარხანა გადაქცეულია ნამდვილ საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილად.


მისი მშენებლობა დაიწყო 2013 წელს, დასრულდა 2017-ში და დაჯდა 670 მილიონი დოლარი.



ეს კონსტრუქცია დააპროექტა ბიარკე ინგელსმა. ქარხანას შეუძლია საათში დაწვას 70 ტონა ნაგავი, აწარმოოს ცხელი წყალი და ენერგია - ქალაქის 120, 000 ოჯახისთვის. მისი ფილტრაციის სისტემა ხსნის მილების დაბინძურების შესაძლებლობას.



თუ მომავალში განვითარდა და გავრცელდა მსგავსი სისტემები, ეს შეიძლება იყოს "ნაგვის დასასრული" მთელს მსოფლიოში.



imageimageimageimage

ბლოკის ფასადზე, ალუმინის აგურით მოწყობილია მსოფლიოში ყველაზე მაღალი ხელოვნური ასვლის კედელი.



image
image



0
143
შეფასება არ არის
ავტორი:ნინო ხიმშიაშვილი
ნინო ხიმშიაშვილი
Mediator image
143
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0