x
image
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
8 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი გამოვა
image


გრძელდება ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მრავალტომეულის გამოცემა. ქართველ მკითხველთან შესახვედრად ამჯერად მე-4 ტომი ემზადება, რომლის შეძენას 8 თებერვლიდან გაზეთ „კვირის პალიტრასთან“ ერთად შეძლებთ. წიგნის სპეციალური ფასია 13.50, გაზეთთან ერთად - 15.00 ლარი.


სერიის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომი გამორჩეული იქნება იმ მხრივ, რომ იგი მთლიანად დაეთმობა იმ ქართველების ისტორიებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო რუსეთში აღმოჩნდნენ და იქ დაიწყეს ცხოვრება-მოღვაწეობა. როგორც პროექტის ავტორი, გიორგი კალანდია, აღნიშნავს ამ ტომში თავმოყრილია ჩვენი მეფეების და თავადაზნაურების ნეკროპოლები, ხელნაწერები, სიწმინდეები და სიძველეები - ყველაფერი, რაც საუკუნიდან საუკუნემდე ჩვენი ქვეყნის ბედნიერ თუ ტრაგიკულ ისტორიას ქმნიდა.


ტრადიციულად, გამოცემის ამ ტომშიც მკითხველს საინტერესო მოგზაურობა ელოდება, ამჯერად რუსეთში - ქვეყანაში, რომელსაც არაერთი ქართველის სახელი უკავშირდება და რომელთა დავიწყებაც არ შეიძლება. ეს ადამიანები ხშირად უდიდეს გავლენას ახდენდნენ რუსეთის პოლიტიკაზე, მეცნიერებაზე, განათლებასა თუ კულტურაზე. მაგალითად, საინტერესოა, რომ მოსკოვის უნივერსიტეტის ერთ-ერთ დამფუძნებლად ვახტანგ მეექსვის ვაჟი, ვახუშტი ბაგრატიონი გვევლინება. გადმოცემის თანახმად, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზის შესასვლელში მისი ბიუსტიც კი იდგა. ისტორიკოსი ვალერიან გაბაშვილი ვახუშტი ბაგრატიონისადმი მიძღვნილ წიგნში წერს: „დიდხანს ვახუშტი ბაგრატიონი, როგორც მეცნიერ­კარტოგრაფი, რუსეთში და დასავლეთ ევროპაში უფრო მეტად იყო ცნობილი, ვიდრე საკუთრივ საქართველოში“.



მეორე ქართველი, რომელიც ახალდაარსებულ მოსკოვის უნივერსიტეტს დიდ თანადგომას უწევდა, ვახტანგ მეექვსის კიდევ ერთი შვილი - გიორგი - იყო. მაშინ, როცა უნივერსიტეტს შესაფერისი შენობები არ ჰქონდა და მთავარ კორპუსში მეცადინეობის დროს იატაკი ჩანგრეულა, სწორედ გიორგი ვახტანგის ძე ბაგრატიონს რუსეთის საგანმანათლებლო ცენტრისათვის 4 000 მანეთი შეუწირავს. ეს მხოლოდ მცირე ინფორმაციაა იმის შესახებ, თუ როგორ მჭიდროდ უკავშირდება რუსეთის ისტორიას ქართული სახელები და გვარები. დანარჩენი ცნობები რუსეთში მოღვაწე ქართველების შესახებ სერიის „ქართველები მსოფლიო ისტორიაში“ მე-4 ტომში გელოდებათ.


შე­გახ­სე­ნებთ, რომ „ქარ­თვე­ლე­ბი მსოფ­ლიო ის­ტო­რი­ა­ში“ ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სახ­ლის დი­რექ­ტო­რის, ის­ტო­რი­კოს გი­ორ­გი კა­ლან­დი­ა­სა და გა­მომ­ცემ­ლო­ბა „პა­ლიტ­რა L-ის“ პრო­ექ­ტია, რო­მე­ლიც 12 ტომს აერ­თი­ა­ნებს. ყო­ვე­ლი ახა­ლი ტომი თვე­ში ერთხელ გა­ზეთ „კვი­რის პა­ლიტ­რას­თან“ ერ­თად გა­მო­ი­ცე­მა და ქრო­ნო­ლო­გი­უ­რად მოგ­ვი­თხრობს იმ ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ, რომ­ლებ­მაც წა­რუშ­ლე­ლი კვა­ლი და­ტო­ვეს მსოფ­ლი­ოს სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის ის­ტო­რი­ა­ში.


ამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მო­ცე­მი­სათ­ვის გი­ორ­გი კა­ლან­დია მა­სა­ლას მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით 10 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აგ­რო­ვებ­და. წიგნ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სა­ზღვრებს მიღ­მა მცხოვ­რე­ბი და მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლე­ბის შე­სა­ხებ მო­ცე­მუ­ლი ინ­ფორ­მა­ცია გამ­დიდ­რე­ბუ­ლია უიშ­ვი­ა­თე­სი რეპ­რო­დუქ­ცი­ე­ბი­თა და ფო­ტო­ე­ბით.


იკი­თხეთ „ბიბ­ლუ­სის“ მა­ღა­ზი­ა­თა ქსელ­ში და პრე­სის გავ­რცე­ლე­ბის ჯი­ხუ­რებ­ში მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მას­შტა­ბით.



0
5
1-ს მოსწონს
ავტორი:intermedia.ge
intermedia.ge
Mediator image
Mediator image
5
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0