x
image
დავითი ჩუთლაშვილი
ალექსეი ნავალნის ვიდეომ You Tube-ზე უმოკლეს პერიოდში 100 მილიონი ნახვა დააგროვა

რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ვიდეომ, რომელიც პუტინის სასახლეს ეხება და რომელიც კლეპტომანიით შეპყრობილი რუსი დიქტატორის მიერ ქვეყნის რესურსების დატაცების გზით მოხვეჭილ განუზომელ სიმდიდრეს და ფუფუნებას აღწერს, 100 მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.


ეს ნავალნის ხელიდან გამოსულ ვიდეოებს შორის აბსოლუტური რეკორდია. აქამდე მის რეკორდს 2017 წელს გადაღებული ვიდეო შეადგენა, რომელმაც 41 მილიონი ნახვის დაგროვება შეძლო.


ვიდეომ, რომელიც 19 იანვარს გამოქვეყნდა, 1 მილიონი ნახვის დაგროვება განთავსებიდან 55 წუთში მოახერხა. 2 საათში ვიდეო სამმა მილიონმა ადამიანმა ნახა, ხოლო 6 საათში - ათმა მილიონმა.


აუდიტორიის 61, 8 % რუსები არიან, რაც იმას ნიშნავს, რომ ვიდეო უკვე 146-მილიონიანი ქვეყნის მოსახლეობის 40 %-ზე მეტმა იხილა, რაც თავისთავად დაუჯერებელი რიცხვია.



რუსმა დიქტატორმა, ვლადიმერ პუტინმა კატეგორიულად უარყო ფილმში გაჟღერებული ფაქტები და განაცხადა, რომ ის ობიექტები, რაზეც მასალაშია საუბარი, მას და მის ოჯახს არ ეკუთვნის, თუმცა მისი სიტყვების მიმართ ნდობა რუსეთში უკვე ძალიან არის შერყეული.


პროცესები ლოგიკურად ვითარდება და ჩანს, შორს აღარ არის ის დღე, როცა კორუფციონერს, რომელსაც საქართველოს ტერიტორიების ოკუპირებული 20 %-იდან ჯარები არ გაჰყავს, მისთვის შესაფერის ადგილს მიუჩენენ ისტორიის სანაგვეზე.


ვლადიმერი

0
50
1-ს მოსწონს
ავტორი:დავითი ჩუთლაშვილი
დავითი ჩუთლაშვილი
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0