კინო ჰოლივუდის კულინარიული საიდუმლოებები, რას მიირთმევენ სინამდვილეში მსახიობები ცნობილი ფილმების და სერიალების სცენებში? 2021, 1 თებერვალი, 13:17
ყველას კარგად ემახსოვრება სცენა სადაც კჰალისი რიტუალისთვის გულს ჭამს. რა თქმა უნდა, სცენაში ემილია კლარკი ნამდვილ გულს არ მიირთმევს. ამ ეპიზოდისთვის სპეციალურად დაამზადეს მარმელადის მაკეტი, გულის ფორმის, სისხლი კი უბრალო შაქირის სიროფი იყო წითლად შეღებილი. ჰარი პოტერის ფანებს და არამარტო, ალბათ ნერწყვი გდიოდათ დიდი დარბაზის აურაცხელი საჭმელის და ნუგბარის ყურებისას. უზარმაზარ მაგიდებზე ხომ უამრავი ეგზოტიკური ხილი, ნამცხვრები, ხორცეულობა იყო, თანაც ყვეაფერ ლამაზად გაფორმებული... მაგრამ იმედები უნდა გაგიცრუოთ. გადასაღებ მოედანზე არანაირი საკვები არ ჰქონდათ. ყველაფერი, რაც მაგიდაზე ელაგა ცვილის ფიგურები იყო. აი ამ კომედიური სერიალის მსახიობებს კი ნამდვილად გაუმართლათ, ისინი ყოვე სერიაში გემრიელ კერძებს მიირთმევენ ერთად, ყველაზე ხშირად კი აზიურ კერძებს. საქმე იმაშია, რომ სცენაში ნამდვილი კერძების ჭამა მშვენიერი საშუალებაა შესვენების დროის დასაზოგად. კეილი კუოკოს თქმით, მათ კერძო მზარეულს ძალიან გემრიელი კერძები გამოსდიოდა, განსაკუთრებით კი აზიური. სწორედ ამიტომ მიირთმევენ სერიალის გმირები ყველაზე ხშირად აზიურ კერძებს. კიდევ ერთი შემთხვევა, სადაც მსახიობები ნამდვილად იმას ჭამდნენ რაც სცენაში ჩანდა- უმ თევზს. ჯენიფერ ლოურენსის თქმით უმი თევზი უნდა ეჭამა, ისეთი არა როგორიც სუშია ან სხვა სუნელებით. გემოთი კი ისეთივე იყო როგორც სუნი- ანუ საზიზღარი. ერთ-ერთი სცენის დროს ლეონარდო დიკაპრიომ იმდენი უმი თევზი შეჭამა, რომ ავად გახდა. ამ ზომბი აპოკალიფსის სერიალის ვიზაჟისტები დ გრიმიორები ნამდვილად ქების ღირსები არიან. ზომბების თავდასხმისას შინაგანი ორგანოების როლებს ბარბექიუს სოუსით შეზავებული ლორი თამაშობს. როდესაც ზომბი ადამიანს ხორხის ნაგლეჯს “ახევს" ქათმის უმ ფილეს იყენებენ, ხოლო ამოგლეჯილი ნაწლავი ბოსტნეულით შესავებული სოსისია.
112 შეფასება არ არის
|