x
image
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
„ვისია ეს ჯაბახანა? მომაშორე შენი „დრანდულეტი“ სანამ ჯართად მიქცევია!“ - უცნაური ისტორია
image

.


სპორტული ჟურნალისტმა, დავით ბაკურაძემ, დიდუბეში ე.წ. ტროლი ნახა. დიახ, ამის შესახებ სოციალურ ქსელში თავად წერს და აღნიშნავს რომ ტყის ბინადარი ტროლი კი არა ინტერნეტ „ტროლი“ ნახა.

მისი თქმით, ერთმა კაცმა, დაახლოებით, 40-45 წლის ქალი, რომელიც ძალზე აგრეგისული იყო და ქუჩაში არაადექვატურად იქცეოდა, „დატროლა“.


.

„რომელიმე „ტროლი“ რეალურად გინახავთ?… მე ვნახე წეღან… ის ტროლი კი არა სადღაც მორდორში, მორიის ნისლიან ბნელ ტყეში რომ ცხოვრობდა, არამედ ის, ვისაც ვეძახით ინტერნეტში…

.

გასული ვიყავი დიდუბეში და შევესწარი სცენას – ავტოსადგურის გაჩერებაზე ვიღაც 40-45 წლის ქალი ყვიროდა...

.

როგორც გაირკვა მის მანქანას „ფორდ ფიესტას“, რომელიც დააყენა ნახევარი საათის წინ, ვიღაცამ უკნიდან მიუყენა „ოპელ ასტრა“ და ვეღარ გამოდიოდა…

– ვინ არი ამ ჯაბახანის პატრონი?!.. გაათრიე დროზე სანამ დამილეწია შე ყ....ეო!… შენი დებილი დედა მოვ...ან!…

გამოვიდა ვიღაც შუახნის გამხდარი ტიპი...

.

– რატომ იგინებით ქალბატონო?!.. სულ 5 წუთით გავაჩერე აპარატში უნდა ჩამერიცხა... ახლა პრინციპულად არ გავიყვან სანამ დედის გინებისთვის ბოდიშს არ მოიხდი!… და ისევ წავიდა... ის ქალი გაშრა… ჯერ დამუნჯდა, მერე კი უარესად აყვირდა:

– სად წახვედი შე სი..ო! მოდი მომაშორე შენი „დრანდულეტი“ სანამ ჯართად არ მიქცევია!…

.

მაგრამ ის კაცი გაქრა… ქალმა თავის მანქანაში დაუწყო რაღაცას ძებნა, მგონი მართლა აპირებდა იმ ოპელის დალეწვას, წამოვედი და უცებ ვხედავ ის კაცი მიდის ჩემ წინ 30 მეტრში... დავეწიე...

,

– მეგობარო! გადააყენე შენი მანქანა თორემ მართლა დალეწვას აპირებს ის ქალი!...

– რა მანქანა?... ააა... არა მყავს მანქანა... უბრალოდ ვერ ვიტან ქალი რომ იგინება…”- აღნიშნა უცნობმა.

0
212
შეფასება არ არის
ავტორი:ილია მარტყოფლიშვილი
ილია მარტყოფლიშვილი
Mediator image
212
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0