კულტურა ლეგენდარული "სან-რემოს" ფესტივალი 70 წლისაა+გამარჯვებული სიმღერები 2021, 31 იანვარი, 10:43 1951 წლის 29-31 იანვარს იტალიის ქალაქ სან-რემოში გაიმართა იტალიური სიმღერის პირველი ფესტივალი, რომელიც რადიო "Rai-1"-ზე გადაიცემოდა, პირველი კონკურსის გამარჯვებული გახდა ნილა პიცი (Nilla Pizzi), ასე ჩაეყარა საფუძველი ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ მუსიკალურ ფესტივალს საფუძველი, რომელმაც სხვათაშორის შემდგომ შთააგონა ორგანიზატორებს, რომ შექმნილიყო "ევროვიზია". კონკურსის 70 წლიანი ისტორიის მანძილზე იცვლებოდა როგორც კონკურსის წესები, ასევე ფესტივალის გამართვის ადგილიც. მაგალითად, 1951-1976 წლებში ფესტივალი ტარდებოდა სან-რემოს კაზინოში (იტალ. Casinò di Sanremo), ხოლო 1977 წლიდან კონკურსმა გადაინაცვლა Teatro Ariston- ში გარდა 1990 წლისა, როდესაც კონკურსი ჩატარდა ახალი ყვავილების ბაზარში (იტალ. Mercato dei Fiori) არმეას ველში, კომუნა ბუზანაში, უფრო დიდი ტევადობის გამო . 1953 და 1971 წლებში, გარდა 1956 წლისა, თითოეულ სიმღერას ორჯერ ასრულებდნენ ორი სხვადასხვა მომღერალი, თითოეულმა მათგანი სიმღერას ასრულებდა განსხვავებული საორკესტრო არანჟირებით, რაც ხაზს უსვამდა ფესტივალის მთავარ დანიშნულებას, როგორც სიმღერების კონკურსს და არა შემსრულებლის. ზოგიერთ შემთხვევაში(1964-71 წლებში) სიმღერას იტალიურად ასრულებდა უცხოელი მომღერალი. 1972 წლიდან თითოეული კონკურსანტი ასრულებდა მხოლოდ ერთ სიმღერას. 1981, 1983, 1984 წლების ფესტივალებზე წარმოდგენილი იყო სიმღერები ინგლისურ და ფრანგულ ენებზე, მაგრამ დაწერილი იტალიელი კომპოზიტორების მიერ. ზოგიერთი უცხოელი მომღერალი, რომლებიც 1960-იან წლებში მონაწილეობდნენ, ასრულებდნენ სიმღერებს, სადაც მხოლოდ სათაური იყო იტალიური. 1977-89 წლებში, სან რემოს ფესტივალმა უარი თქვა ორკესტრზე და კონკურსის მონაწილეები სიმღერებს ასრულებდნენ ჩაწერილი მუსიკაზე(ე.წ. მინუს ფონოგრამა) ან მთლიანად ფონოგრამაზე. 1956 - 1966 წლებში, ასევე 1972, 1997 და 2011 წლებში, ფესტივალზე განისაზღვრა ევროვიზიის კონკურსის იტალიელი მონაწილე. ასევე, ტრადიციულად, მონაწილე "ევროვიზიაზე" ასრულებდა სწორედ ის სიმღერას, რომელმაც "სან რემოს" ფესტივალზე გაიმარჯვა. სან-რემოს ფესტივალი ვერ აცდა ტრაგიკულ შემთხვევასაც, 1967 წელს კონკურსის მონაწილე ლუიჯი ტენკომ, რომელიც ფინალში ვერ მოხვდა თავი მოიკლა, მან სიკვდილის წინ დაწერა წერილი, სადაც კონკურსის ჟიურის აკრიტიკებდა. წელს სან-რემოს 71-ე ფესტივალი 2 მარტიდან 6 მარტამდე გაიმართება. ახლა კი ქვემოთ მოისმენთ ფესტივალზე სხვადასხვა პერიოდში 10 გამარჯვებულ სიმღერას99 6-ს მოსწონს
|