ქალი და მამაკაცი 9 ფაქტი ქალის შესახებ (+9 ძალიან ლამაზი ფოტო) 2012, 29 აგვისტო, 19:43 წარმოგიდგენთ 10 ფაქტს ქალების შესახებ, ეს ფაქტები მე არ მომიგონებია ასე რომ ჩემზე ნუ იყრით ჯავრს პატივცემულო ქალბატონებო, ეგ უბრალოდ იუმორია, თუმცა სიმართლეც საკმაოდაა აქ. 1) ქალის ინტუიცია არსებობს, ასე რომ თუ შენ წამითაც კი დააგვიანე პასუხი დასმულ კითხვაზე დარწმუნებული იყავი, რომ შენს ტყუილს გამოააშკარავებენ. 2)ყველა ქალი დარწმუნებულია, რომ მის ყოფილ ბოიფრენდს ერთი სული აქვს რომ მასთან დაბრუნდეს. 3) როდესაც მისგან გესმის სიტყვები "შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ, მაგრამ..." უნდა აიბარგო და წახვიდე. 4)გამოიჩინეთ ფანტაზია, როდესაც მისთვის ზედმეტსახელს არჩევთ, ყველანაირი "ფისუნა", "კატუნა" თქვენ უკვე სხვისთვის გამოიყენეთ, დაუძახეთ მას "შველუკა" დაე იგრძნოს თავისი ორიგინალურობა. 5)რა არის გასაკვირი იმაში, რომ მისი გული არ არის სავსე დედაშენის სიყვარულით და ამავე დროს ის შენგან ითხოვს დედამისის ნაზად შეყვარებას? 6)ის ინტერესდება შენი საყვარელი სპორცმენის სახელით? სასწრაფოდ შეცვალე პაროლი ელექტრონულ ფოსტაზე. 7) როდესაც შენ მას საკუთარ სანათესაოს და სამეგობროს აცნობ გოგონა ავლენს გასაოცარ შარმს. ეს ტაქტიკური სვლაა, ამის შემდეგ ხომ ყველა გირჩევს გააგრძელო მასთან ურთიერთობა. 8) თუ შენ პირველ პაემანზე გოგონას რესტორანში არ წაიყვან ის ამას გაპატიებს, მაგრამ თუ აიძულებ, რომ მოწყენილობისგან ამთქნაროს, პირველი პაემანი შეიძლება უკანასკნელ პაემანად იქცეს. 9)ყველა ქალი ოცნებობს სექსზე პირველი პაემანის დროს, მაგრამ ცოტა თუ აძლევს თავს ამის უფლებას. 374 4-ს მოსწონს
|