x
image
ლანა92
ნახეთ როგორ მზადდება ტომატ - პასტის სუპი ბრინჯითა და ლობიოთი

image




6 ულუფა;




საჭირო ინგრედიენტები:


პომიდორი თავის წვენში - 140 გრამი;

წითელი (მშრალი) ლობიო - 50 გრამი;

ბრინჯი - 65 გრამი;

პატარა ზომის ტკბილი (ბულგარული) წიწაკა - 1 ცალი;

სტაფილო - 50 გრამი;

ტომატის პასტა - 30 გრამი;

მცენარეული ზეთი - 1 სუფრის კოვზი;

ხახვი - 1 ცალი;

ნიორი - 1 კბილი;

ქორფა მწვანილი - გემოვნებით;

მარილი - 1 ჩაის კოვზი;

წყალი - 1 ლიტრი;





მომზადება:

წინასწარ მოხარშეთ ლობიო.

ზეთში მოთუშეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ნიორი და სტაფილო.

მასაში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ბულგარული წიწაკა და 1-2 წუთის განმავლობაში ურიეთ.

პომიდორი (კანის გარეშე) თავის წვენში დაჭერით კუბიკებად და ჩაყარეთ ქვაბში.

ჩაყარეთ, ასევე, ბრინჯი, ტომატის პასტა და ლობიო.

დაასხით მასას მდუღარე წყალი და მარილიც დააყარეთ და შეურიეთ.

ტომატის სუპი ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლშე, ადუღების მერე.

მწვანილი წვრილად დაჭერით და ზემოდან დააყარეთ სუპს. შეგიძლიათ, აიღოთ ნებისმიერი მწვანილი. ხშირად იყენებენ ცერეცოს (კამას).

მოურიეთ სუპს.

სუპი მზადაა. იგი განსაკუთრებით გემრიელია, თუ არაჟანსაც მოასხამთ ზემოდან. გემრიელად მიირთვით!







0
42
შეფასება არ არის
ავტორი:ლანა92
ლანა92
42
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0