x
image
თამილა გურაშვილი
პუტინმა მსოფლიო ცივილიზაციის დასრულების შესახებ გააფრთხილა


image




რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიერ ორგანიზებულ დავოსის დიალოგების ონლაინ შეხვედრაზე, განაცხადა, რომ სანქციების დაწესება ”ზრდის სამხედრო ძალის ცალმხრივი გამოყენების რისკს.






«РБК-Украина», ავრცელებს ინფორმაციას: ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ მსოფლიო მოთამაშეთა "ძალისხმევის გაერთიანებაა საჭირო, მას არ მოსწონს სანქციები და სხვა შეზღუდვები სხვა ქვეყნების შიდა პრობლემების დადანაშაულების მცდელობები. ასეთი თამაში წესები კრიტიკულად ზრდის სამხედრო ძალის ცალმხრივი გამოყენების რისკებს. სწორედ აქაა საფრთხე."






მან ასევე ისაუბრა "გლობალური კონფლიქტის" საშიშროებაზე და მეორე მსოფლიო ომის შესახებ.





”საერთაშორისო ინსტიტუტების შესუსტება ხდება, რეგიონალური კონფლიქტები მრავლდება და გლობალური უსაფრთხოების სისტემაც დეგრადირებულია ... მოგეხსენებათ, მე -20 საუკუნეში ასეთი პრობლემების გადაჭრის უუნარობა და მოუმზადებლობა გადაიქცა მეორე მსოფლიო ომის კატასტროფად. რა თქმა უნდა, ახლა ასეთი გლობალური, ცხელი კონფლიქტი, შეუძლებელია. ამის იმედი ნამდვილად მაქვს. ეს ნიშნავს ცივილიზაციის დასრულებას."- ციტირებს რადიო "თავისუფლება" პუტინის სიტყვებს.





მანამდე პუტინის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა კომენტარი გააკეთა აშშ-ს პრეზიდენტს ჯო ბაიდენისა და ვლადიმერ პუტინის სატელეფონო საუბრისას სერიოზული უთანხმოების შესახებ უკრაინაში შექმნილი ვითარების გამო.

0
349
შეფასება არ არის
ავტორი:თამილა გურაშვილი
თამილა გურაშვილი
349
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0