ვარსკვლავები ამერიკელი მსახიობი პამელა ანდერსონი მეექვსედ, პირად მცველზე გათხოვდა 2021, 29 იანვარი, 13:14 ამერიკელი მსახიობი და ფოტომოდელი პამელა ანდერსონი მეექვსედ დაქორწინდა. მსახიობის რჩეული, მისი პირადი მცველი დენ ჰეიჰერსთია. ამის შესახებ პამელამ გამომცემლობა Daily Mail-სთან ისაუბრა. 53 წლის ანდერსონმა მომავალი მეუღლე 2020 წლის დასაწყისში გაიცნო. გაცნობის დღიდან წყვილი ერთმანეთს არ მოსცილებია, ატარებდნენ მთელ დროს ერთად და ერთმანეთიც თვითიზოლაციაში შეუყვარდათ. ქორწინების მოკრძალებული ცერემონია გაიმართა შობის ღამეს, კუნძულ ვანკუვერზე, კანადაში, ანდერსონის მამულში. ახლადდაქორწინებულებმა უარი თქვეს მდიდრულ დღესასწაულზე, ქორწილში არ იყვნენ არც მეჯვარეები, არც სტუმრები და არც ნათესავები. " მე ზუსტად იქ ვარ სადაც უნდა ვიყო, იმ ადამიანის მკლავებში ვისაც გულწრფელად ვუყვარვარ"- ამბობს პამელა ანდერსონი ცნობისთვის, გასულ წელს პამელა კინოპროდიუსერ ჯონ პიტერსს სკანდალურად დაშორდა, რომელთან ქორწინებამაც სულ რაღაც 2 კვირას გასტანა. მანამდე ვარსკვლავი ფეხბურთელ ადილემ რამის ხვდებოდა, იქამდე პროდიუსერ რიკ სოლკომნიზე იყო დაქორწინებული, ასევე ჰქონდა კავშირი კიდ როკთან, მუსიკოს ტომი ლიზე კი 3 წელი იყო დაქორწინებული. 181 5-ს მოსწონს
|