x
image
ლანა92
გველების კუნძული - ადგილი, სადაც მოხვედრას ნამდვილად არ ინატრებდით

image


ქუეიმადე გრანდე, უფრო მეტად ცნობილი, როგორც გველების კუნძული ბრაზილიაში, სან პაულოს სანაპიროდან 33 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სამოთხე ქაღალდზე, უხვი მდელოთი და ტროპიკული ტყეებით გამორჩეული კუნძული, რომელსაც, როგორც მეტსახელიდანაც ჩანს, ერთი დიდი ნაკლი აქვს - აქ უთვალავი გველი მკვიდრობს. ამ მიზეზით, ილჰა დე ქუეიმადე გრანდე ჩაკეტილია საზოგადოებისათვის, აქ არავის უშვებენ, გამოცხადებულია მკაცრ საკარანტინო ზონად.

კუნძულ ქუეიმადე გრანდეს ფართობი 430 000 კვადრატული მეტრია, ანუ 110 აკრი და სავარაუდო მონაცემებით, მას 430 000 მცხოვრები ჰყავს (რა თქმა უნდა, იგულისხმება გველები). ყოველ კვადრატულ მეტრზე თითო გველი მოდის, რის გამოც სამართლიანად იწვევს შიშს ვიზიტორების უმეტესობაში.



2
251
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
251
  
2021, 26 იანვარი, 21:20
მადლობა:).
2021, 26 იანვარი, 4:08
საინტერესოა
0 1 2