x
image
ლანა92
მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სასტუმრო ქსელები:"Hilton Hotels","Cendant Corporation", "Four Seasons Regent Hotels"

image

XX საუკუნის დასაწყისისათვის სასტუმრო ჯერ კიდევ ინდივიდუალური საოჯახო ტიპის საწარმო იყო. სასტუმროების ბუმი იწყება მეორე მსოფლიო ომის შემდგომი ეტაპიდან, ეკონომიკური აღმავლობის ფონზე. 1989 წელს სასტუმროს ტიპის საწარმოები მოიცავდნენ 11 მლნ. ნომერს, 18 მლნ. ადგილით, ხოლო 2000 წლისათვის სასტუმროების რიცხვმა 30 000-ს გადააჭარბა, 12 მლნ.ზე მეტი ნომრით. 2000 წელს მხოლოდ ნიუ-იორკის ცენტრში დაარსდა 16 სასტუმრო.

XX საუკუნის 70-იანი წლებიდან მსოფლიო სასტუმრო ინდუსტრიაში ჩამოყალიბდა ე.წ. "სასტუმროთა ჯაჭვი", სასტუმრო ქსელები, რომლებიც 80-90-იანი წლებიდან ტურისტებს, განთავსებასთან ერთად, მომსახურების ფართო სპექტრსაც სთავაზობენ. იმ პერიოდიდან მოყოლებული დღემდე ყველაზე ცნობილი სასტუმროები და სასტუმრო ქსელებია:

"ჰოლიდეი"

image

"მარიოტი"

image

"შერატონი"

image

"რამადა"

image

"ჰილტონ ჰოტელზი"

image

"აკკორი"

image

"დიზაინნი", "პრაიმ მოტორსი" და სხვები.

თანამედროვე სასტუმრო მომსახურების ბაზარზე მოქმედებს 100-მდე სასტუმრო ქსელი:

"Accor"; "Best Western"; "Britannia Hotels"; "Candlewood Suites"; "Clarion Hotels"; "Comfort Inn", "Comfort suites"; "Conrad Hotels"; "Crowne Plaza"; "Days Inn"; "Doubletree"; "Econo Lodge";"Embassy suites"; "Fairmont Hotels adn Resorts"; "Folio Hotels"; "Four Seasons Hotel"; "Hampton Inn"; "Hilton Hotels";"Hilton Garden inn"; "Holiday Inn"; "Howard Johnsons"; "Iberostar"; "Ibis"; "Intercontinental"; "Le meridien'; "Loews Hotels"; "Mandarin Oriental"; "Marriott"; "Omni Hotels"; "Oberoi Hotels"; "Quality Inn"; "Thon Hotels"; "Radisson Hotels"; "Ramada"; "Riu Hotels"; "SHeraton Hotels and Resorts" და სხვები.

ყველაზე დიდი და ცნობილი სასტუმრო ქსელების სამეული ასეთია:

1.Hilton Hotels

image

"ჰილტონის სასტუმროების კორპორაციის" დამაარსებელია კონრად ჰილტონი, რომელმაც 1919 წელს 5 000 აშშ დოლარად შეძინა პირველი სასტუმრო "Mobley", ხოლო მალევე მის ახლოს მდებარე 7 სხვა სასტუმროც. პირველი მომხმარებლები იყვნენ ნავთობისა და მშენებლობის ინდუსტრიის წარმომადგენლები, რომელთაც კონრად ჰილტონი საკუთარ საძინებელსაც კი უთმობდა და თვითონ ფოეიში, სკამზე იძინებდა.

image

ჰილტონის ბიზნეს-სტატეგია ითვალისწინებდა მაქსიმალურად დიდი თანხის სესხად აღებას და სწრაფად გაფართოებას, რაც ამართლებდა 30-იანი წლების "დიდ დეპრესიამდე". კონრად ჰილტონმა პირველმა შეამჩნია, რომ სასტუმროს კეთილმოწყობილ ფოიეში ჯდომა საქმიანი ხალხისათვის უფასო იყო და სასწრაფოდ გახსნა ფოიეს ბარი და მაღაზიები."ჰილტონის სასტუმროების კორპორაციის" წარმატებას განაპირობებს 2 ფაქტორი: 1.საუკეთესო მენეჯერები სრული ავტონომიითა და 2.გადახარჯვის თავიდან აცილების უნარი.დღეისათვის აღნიშნული კორპორაცია აერთიანებს 2000-ზე მეტ დამოუკიდებელ სასტუმროს მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.

2.Cendant Corporation

image

"სენდანტის კორპორაცია" 1990 წელს ჰენრი სილვერმენიმ დააარსა და თვითონ დაიკავა თავმჯდომარის ადგილი.საწარმო თავიდანვე ორიენტირებული იყო საშუალო მომხმარებელზე.იგი მსოფიოში უძრავი ქონებისა და მოგზაურობის სფეროს მთავარი დისტრიბუტორია. "სენდანტის კორპორაციის" კაპიტალი 1, 400 %-ით, ხოლო შემოსავალი დაარსების პირველსავე კვარტალში 88 %-ით (11 %-იანი მოგებით) გაიზარდა.

image

"სენდანტი" მოიცავს მრავალ მომიჯნავე მომსახურებას:სასტუმროებს, მანქანების გაქირავების სერვისს, 11 500-ზე მეტ უმსხვილეს ფრანჩაიზორ და უძრავი ქონების საბროკერო კომპანიებს ("Ramada", "ERA", "Days Inn", "Haward Johnson", "Klights Inn", "Villager Lodge", "Wingate Inn", "Century 21", "Coldwell Banker", "Avis Rent-a-Car", "PHH Corp", "Super 8 ", "Travelodge"); აშშ-ში, კანადაში, მექსიკასა და ევროპაში 500 000 ნომერს აქირავებს, მხოლოდ აშშ-ში ჰყავს 190 000-ზე მეტი ბროკერი. "სენდანტის" უჩვეულოდ სწრაფ წარმატებას ეჭვით უყურებენ, თუმცა სილვერმენი ამ აზრს არ იზიარებს და სამომავლოდ გეგმავს ბიზნესის ახალი სახეობის დამკვიდრებას - სასტუმროსა და კერძო შშმ პირთა სახლების გაერთიანებას.

3.Four Seasons Regent Hotels

image

მსოფლიოში ცნობილი სასტუმრო კორპორაციის "Four Seasons Regent Hotels" დანფუძნებელი, პრეზიდენტი და თავმჯდომარეა კანადელი აისედორ შარპი, რომელმაც 1960-იან წლებში, ტორონტოში გახსნა პირველი სასტუმრო და თანდათან შექმნა უმსხვილესი სასტუმრო ქსელი. "Four Seasons" დღეისათვის მოიცავს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის 41 უდიდეს სასტუმროს.

0
157
1-ს მოსწონს
ავტორი:ლანა92
ლანა92
157
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0