ტურიზმი კანო კრისტალესი - ფერთა უჩვეულო აფეთქება, რომელიც საინტერესო ტურს გპირდებათ 2020, 5 დეკემბერი, 22:01 კანო კრისტალესი ("კრისტალური მდინარე") მდინარეა კოლუმბიაში, სერა-დე-ლა-მაკარენას მხარეში. წელიწადის უმეტეს დროს იგი არ გამოირჩევა სხვა მდინარეებისაგან:კამკამა წყლის დინების ქვეშ მოჩანს მკრთალი მწვანე ხავსი. ამასთანავე, წელიწადის მოკლე მონაკვეთში კანო კრისტალესი განიცდის უცნაურ გარდაქმნას, მდინარე იღებება ფერების მკვეთრი აფეთქებით.
მშრალ და სველ სეზონებს შორის დროის მცირე შუალედის განმავლობაში წყლის დონე საკმარისად ეცემა იმისათვის, რომ მზემ გაათბოს ხავსი და წყალმცენარეები მდინარის ძირას, რაც იწვევს ფერთა აფეთქებას. წყალმცენარეთა უნიკალური სახეობა, რომელიც ფარავს მდინარის ფსკერს, სახელწოდებით "Macarenia clavigera" გარდაისახება კაშკაშა წითელ ხალიჩად. იგი ივსება ყვითელი და მწვანე ქვიშის, ცისფერი წყლისა და მათ შორის 1000 ჩრდილის შეფერილობით. ეს ხდება მხოლოდ სეზონებს შორის მოკლე პერიოდში, სექტემბრიდან ნოემბრამდე რამდენიმე კვირის განმავლობაში. კანო კრისტალესს "ხუთი ფერის მდინარეს", "თხევად ცისარტყელას", მსოფლიოში ყველაზე ფერად მდინარეს უწოდებენ. მასში 5 ფერი ირეკლება: ყვითელი, წითელი, მწვანე, ლურჯი და შავი. კანო კრისტალესი დაახლოებით 100 კმ. სიგრძისაა.
როგორ მივიდეთ იქ? ეს საკმაოდ რთული ამოცანაა. ჯერ უნდა მიხვიდეთ ვილიავისენსიომდე (ბოგოტა) თვითმფრინავით, ან ავტობუსით. ვილიავისენსიოდან უნდა გადაჯდეთ თვითმფრინავში და გაემგზავროთ ლა-მაკარენასაკენ. აქედან, შეგიძლიათ, დაიქირავოთ გიდი (ექსკურსიათმძღოლი), რომელიც მდინარესთან მიგიყვანთ. მდინარის სტუმრებს არ ეძლევათ ღამის გათენებისა და ბუნებაში საკვების მომზადების უფლება. კოლუმბიაში მიმდინარე სამოქალაქო ომის გამო 2009 წლამდე მდინარეზე მოხვედრა ადამიანთა უმეტესობისათვის შეუძლებელი იყო. პირველი ექსკურსიები აქ 2009 წელს მოეწყო. მდინარე კანო კრისტალესი იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში შედის და ამდენად, დაცული ტერიტორიაა. ნაპირზე ღამის გათევა, ან კოცონის დანთება აკრძალულია. 52 1-ს მოსწონს
|