სხვა ცნობილების 11 გიჟური სასახლე 2021, 25 იანვარი, 6:51 ადამიანები სახლს ისე ქმნიან, რომ ის მაქსიმალურად კომფორტული იყოს საკუთარი ახირებების შესაბამისად. გამონაკლისი არც ცნობილი სახეებია.ცნობილებს სახლების უჩვეულო გემოვნება აქვთ:
#1 დუეინ უეიდის და გაბი იუნიონის სასახლე მაიამიშიწყვილმა აქ იქორწინა და იჯარით აიღო. ამ სახლს არქიტექტორი ჩარლზ ზიგერი თავისთვის აშენებდა. #2 რიანას სასახლე ბევერლი ჰილზში#3 რიანას კიდევ ერთი სასახლე ბარბადოსში#4 ლეიდი გაგას სახლი მაიამიშილედი გაგას სახლი ოკეანესთან დგას. გარეგნულად, ეს არ შეესაბამება მომღერლის შოკისმომგვრელ სახლს. სინამდვილეში, ეს მხოლოდ შენიღბვაა. შიგნით ეს სახლი ჰგავს დასვენების ცენტრს: მინი კინოთეატრით, ბოულინგის მოედნით და უამრავი სხვა გასართობით. #5 ჯულია რობერტსის სახლი ჰავაიზესახლის არჩევისას ჯულია რობერტსმა აღმოაჩინა ორი სასახლე, რომლებიც ახლოს იდგნენ სანაპიროზე. მან იყიდა ორივე და გააერთიანა. მსახიობი აქტიური გარემოს დამცველია და ეს პრინციპები საკუთარ სახლზე განახორციელა. სასახლის სახურავი დაფარულია გადამუშავებული ფიქალით, ხოლო იატაკი ეკოლოგიური ბამბუკით. აქვე არის ჩოგბურთის კორტი. #6 ჯონ ტრავოლტას სახლი ფლორიდაშიჯონ ტრავოლტა არის ავიაციის და ყველაფერი იმის გულშემატკივარი, რაც თვითმფრინავებთან არის დაკავშირებული. მისი სახლი ჩიტის თვალიდან აეროპორტის ტერმინალს ჰგავს.
გზა ისე მდებარეობს, რომ შესაძლებელი იყოს თვითმფრინავის პირდაპირ სახლში მიყვანა.
#7 ნიკოლას ქეიჯის სასახლე ლოს-ანჯელესშინიკოლას კეიჯი არა მხოლოდ კომიქსების, არამედ არქიტექტურის მოყვარულია. ის აგროვებს უძველეს სახლებს. ჯერჯერობით, მისი კოლექცია საკმაოდ მოკრძალებულია: მხოლოდ 3 სასახლე. ავთენტური სახლების გარდა, მსახიობი ასევე ყიდულობს სტილიზებულ სახლებს, რომლებიც ძნელია შორიდან განასხვავოთ უძველესი სასახლეებისაგან. #8 მელ გიბსონის სასახლე, გრინვიჩში, კონექტიკუტშიმელ გიბსონის სასახლე ჰგავს შუა საუკუნეების მამულს. მსახიობი და რეჟისორი ისტორიის დიდი მოყვარულია. ეს ჩანს არა მხოლოდ მის ფილმებში და როლებში, არამედ მისი სახლის დიზაინში. #9 ბიონსეს და ჯეიზის სახლი ნიუ-ორლეანშიამ ცნობილი წყვილის სახლში ყველაფერი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება. ფართო და კომფორტული ოთახები, არ არის დატვირთული ზედმეტი საგნებით. ყველაფერი საკმაოდ ჩვეულებრივად გამოიყურება, სანამ არ დაინტერესდებით მაგალითად ხის სკამის ღირებულებით. #10 გარი ოლდმანის სახლი ლოს-ანჯელესშიგარი ოლდმანს, ტრანსფორმაციის ოსტატს, დახვეწილი გემოვნება აქვს. მისი სახლი გარედან ბაღს ჰგავს, მაგრამ შიგნიდან ყველაფერი კლასიკურ სტილში ბაროკოს ელემენტებით არის გაფორმებული. #11 ნაომი კემპბელის ეკოსახლი "ჰოროსის თვალი", კლეოპატრას კუნძულზე, თურქეთინაომის წარმოუდგენელი სახლი მდებარეობს ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე, კუნძულ კლეოპატრაზე, თურქეთში. ჩიტის თვალის გადასახედიდან სტრუქტურა ჰოროსის თვალს ჰგავს. ეკოჰაუსი შექმნილია იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი ენერგია დაზოგოს. ეს უჩვეულო სახლი მოდელს რუსმა მილონერმა ვლადისლავ დორონინმა აჩუქა, რომელთანაც ნაომი კემპელს რამდენიმე წლიანი რომანი აკავშირებდა. 954 1-ს მოსწონს
|