ჰოლივუდის ვარსკვლავებს შორის ძალიან იშვიათია წყნარი და გაწონასწორებული ცნობილი ადამიანის პოვნა. აი მსახიობების ის მცირე ჩამონათვალი, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, კარგი ხასიათით არ გამოირჩევიან:
1. შენონ დოერტი- სერიალებიდან "ბევერლი ჰილზი, 90210" და "მოჯადოებულები" არის ცნობილი. იგი თავს ჰოლივუდის მთავარ ვარსკვლავად თვლის და საკუთარ პერსონასთან შესაბამის დამოკიდებულებას მოითხოვს. იგი ჟურნალისტების მიმართ უხეშია, ავიწროვებს კოლეგებს და არ ერიდება ვულგარული და უადგილო ხუმრობების გაკეთებას. “მოჯადოებულების" გადაღებებზ დოერტი თავს დაესხა მუშტებით მსახიობ ალისია მილანოს, რადგანაც გოგონამ მსახიობ ჯულიან მაკმეჰონთან გააბა რომანი, რომელზეც თვითონ დოერტისაც ჰქონდა გეგმები. ამგვარი სკანდალების შემდეგ სცენარისტებმა ის უბრალოდ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
2. მერილ სტრიპი- ყველაზე მეტად მერილ სტრიპის პიროვნებას მისივე პერსონაჟი, მირანდა პრესლი ფილმიდან “ესმაკი ატარებს პრადას" შეესაბამება. მსახიობთან ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე ძალიან რთულია, განსაკუთრებით კი თუ ვინმე არ მოსწონს. მას ნებისმიერ სიტუაციაში შეუძლია წყობიდან გამოვიდეს, მისმა გარშემომყოფებმა კი იციან, რომ ერთადერთი საშუალება მისი დამშვიდების მარტო დატოვებაა.
3. შერონ სტოუნი- მსახიობს ჰოლივუდში არამხოლოდ ყველაზე ჭკვიანად, არამეტ ყველაზე კაპრიზულადაც თვლიან. მისთვის სკანდალის მოწყობა რთული არ არის, გადაღებების დროს კი რეჟისორებს თავის ჭკუაზე ატრიალებს. ერთხელ სტიუარდესა აატირა იმის გამო, რომ ამ უკანასკნელმა ბარგის ჩაბარება სთხოვა.
4. ანჯელინა ჯოლი- მსახიობი ბავშვობიდანვე უცნაური იყო, მაგალითად, მის სახატავ ალბომებში ხშირად ჯვრებსა და შავბნელ ნახატებს ნახავდით. ასაკთან ერთად სასურველის მიღწევა ინტრიგების ხლართვით ისწავლა. ამბობენ, რომ სწორედ მაინ დაიქირავა ფოტოგრაფიდა მისი და პიტის პიკანტური ფოტოები გადააღებინა, რათა მათი რომანის შესახებ ჯენიფერ ენისტონს გაეგო. წლების შემდეგ პიტთან დაშორების დროს კი ქალმა მს ალკოჰოლიზმში და ძალადობაში დასდო ბრალი, სასამართლო დავები კი დღემდე მიმდინარეობს.
5. სანდრა ბულოკი- მსახიობი არც მალავს იმ ფაქტს, რომ სასინელი ხასიათი აქვს. მას ნებისმიერი ადამიანის წყობიდან გამოყვანა შეუძლია. ყოველი მისი მოთხოვნა შესრულებული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევასი გადაღებების ჩაშლა და საერთოდ წასვლა შეუძლია. თავის ასისტენტებს სამსახურიდან ითხოვს იმის გამო, რომ ყავა რამდენიმე წამით გვიან მიუტანეს. კოლეგებთან ურთიერთობაშიც საკმაოდ უცერემონიოა, მას საჯაროს შეუძლია თქვას, რომ ესა თუ ის კოლეგა ფილმიდან უნიჭოა ან რაღაც სხვა ნაკლი აქვს.
6. ჯენიფერ ენისტონი- მსახიობი მშვენივრად თამაშობს საყვარელ და თბილი გოგონების რომელს, სინამდვილეში კი აუტანელი ხასიათი აქვს. განდიდების მანია სჭირს და ჰგონია, რომ სამყარო მის გარშემო მოძრაობს. რაც მთავარია, კატეგორიულ უარს აცხადებს ისეთ ადამიანებთან ურთიერთობაზე, რომლებსაც მასზე დაბალი დონე აქვთ.
7. ნაომი კემპბელი- თუკი გადაწყვეტს, რომ პოდიუმზე არ გავიდეს, არც გავა. სიბრაზის დროს მას შეუძლია დამლაგებელს დაარტყას, ან ასისტენტს ტელეფონი ესროლოს. 2008 წელს თავს დაესხა პოლიციელებს, რომლებიც თავისი ბარგის დაკარგვაში დაადანაშაულა.
8. მეგან ფოკსი- მსახიობს სრულებით არ შეუძლია თავის კონტროლი და შეუძლია მუშტებით დაესხას თავს ოპონენტს. ტრანსფორმერების გადაღებების პროცესში ის კარგად მოიხსენიებდა რეჟისორ მაიკლ ბეის, მაგრამ ფილმი გამოვიდა თუ არა საჯაროდ ჰიტლერი, დიქტატორი და სექსისტი უწოდა. ამის გამო რეჟისორმა ტრანსფორმერების ფილმებიდან მსახიობი საერთოდ გააქრო.
9. ჯულია რობერტსი- ამან შეძლო და სტივენ სპილბერგიც კი დაღალა. ოპერატორები გადაღებებიდან მას ჯოჯოხეთის დფერიას ეძახიან დაუსრულებელი კაპრიზების გამო. ხან წყალი არ მოსწონს რომელიც გვიან მიუტანეს, ის ზედმეტად ცივია, ან თბილია, ან საერთოდაც ლიმონათი უნდოდა... მსახიობს მარტივად შეუძლია საკუთარი დის შვილის ნიშნობა ჩაშალოს, ხოლო მისმა ნახევარ დამ სუიციდის ჩადენამდე მის სიკვდილში სწორედ ჯულია დაადანაშაულა წერილში.