x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
ერთგული ძაღლი ყოველდღიურად აკითხავდა პატრონს საავადმყოფოში(ვიდეო)
image
ერთგული ძაღლი გაჰყვა სასწრაფო დახმარებას, რომელმაც თავისი ავადმყოფი პატრონი თურქეთში ზღვისპირა ქალაქ ტრაპიზონის საავადმყოფოში გადაიყვანა და ექვსი დღის განმავლობაში ელოდა, სანამ პატრონი არ გამოწერეს და ისევ არ გაერთიანდნენ.


ერთგული შინაური ძაღლი სახელად ბონჩუკი, რომელიც ნიშნავს "მძივს", სასწრაფო დახმარების მანქანას არ მოშორდა, მიაცილა საავადმყოფომდე, რადგან სასწრაფოს კარეტაში მისი პატრონი ჯემალ სენთურქი იმყოფებოდა. იგი სამედიცინო დაწესებულებაში 14 იანვარს გადაიყვანეს.


ამის შემდეგ ბინჩუკი ყოველდღე სტუმრობდა საავადმყოფოს.


ბატონ სენთურქის ქალიშვილს, აინურ ეგელს ყოველდღე სახლში მიყავდა ბონჩუკი, მაგრამ ძაღლი ყოველთვის გამორბოდა და საავადმყოფოში ბრუნდებოდა.


image

აი რას ამბობს საავადმყოფოს დაცვის თანამშრომელი მუჰამეთ აკდენიზი: ”ის ყოველდღე მოდის დაახლოებით დილის 9 საათზე და ელოდება სანამ დაბნელდება. როდესაც კარი იღება, ის შიგნით იყურება, მაგრამ შიგნით არ შედის"


6 დღიანი ლოდინის შემდეგ, გასულ ოთხშაბათს ბონჩუკი და ბატონი სენთურქი კვლავ გაერთიანდნენ, როდესაც იგი ეტლით ქუჩაში გამოიყვანეს და ხანმოკლე შეხვედრა ჰქონდათ .


ამჟამად ჯემალ სენთურქი საავადმყოფოდან გაწერეს და შესაბმაისად ბედნიერი ბონჩუკიც სახლში დაბრუნდა.

0
32
5-ს მოსწონს
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
32
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0